ნობელიანტები ქიმიაში
ივ შოვინი (Yves Chauvin )
დაბადება: 1930-10-10 (მენენი, ბელგია)
გარდაცვალება: 2015-01-27
ალმა–მატერი: საფრანგეთის ნავთობის ინსტიტუტი (საფრანგეთი)
პრემია:2005
"ორგანულ სინთეზში მეტათეზისის მეთოდის განვითარებაში წვლილისათვის"
ორგანული ნივთიერებები – ნაერთები, რომლებიც ელემენტ ნახშირბადს შეიცავენ – სიცოცხლის საფუძველს წარმოადგენენ. ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის ან სინთეზის დროს მეტათეზისი მნიშვნელოვანი ქიმიური რეაქციაა. მეტათეზისისას ნახშირბადის ატომებს შორის არსებული ორმაგი ბმები წყდება და რეორგანიზდება, ამავე დროს ატომთა ჯგუფები ცვლიან ადგილებს.
1971 წელს ივ შოვინმა დეტალურად აჩვენა თუ როგორ მიმდინარეობს ასეთი რეაქციები, მათ შორის თუ როგორ უწყობს ხელს პროცესის წარმართვას გარკვეულ მეტალთა ნაერთები.
მეტათეზისმა ხელი შეუწყო ინდუსტრიაში უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროცესების წარმართვას.
2005 წელს ივ შოვინმა რობერტ გრაბსთან და რიჩარდ შროკთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
ბიოგრაფია
ივ შოვინი დაიბადა მენენში (ბელგია). 1954 წელს მან დაამთავრა ლიონის ქიმიის, ფიზიკისა და ელექტრონიკის სკოლა. 1960 წლიდან მან თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა საფრანგეთის ნავთობის ინსტიტუტში ჩატარებულ კვლევებში. შოვინს აქვს რამდენიმე პატენტი და შეიმუშავა ღირებული პეტროქიმიური სამრეწველო პროცესები, განსაკუთრებით ჰომოგენური კატალიზის მხრივ. 2005 წელს იგი აირჩიეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ