ნობელიანტები ქიმიაში

 

ჰაროლდ კროტო (Sir Harold W. Kroto )

 

დაბადება: 1939-10-07 (ვისბეჩი, დიდი ბრიტანეთი)

გარდაცვალება: 2016-04-30

ალმა–მატერი: სასექსის უნივერსიტეტი. ბრაიტონი, დიდი ბრიტანეთი.

პრემია:1996

"ფულერენების აღმოჩენისათვის"

 

 

ჰაროლდ კროტო დაიბადა ვისბეჩში (დიდი ბრიტანეთი). 1964 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი შეფილდის უნივერსიტეტში. 1985 წელს გახდა ქიმიის პროფესორი.

 

ბიოგრაფია

ნახშირბადი ელემენტია, რომელიც მრავალი განსხვავებული ფორმითაა გავრცელებული. მაგალითად, ბუნებაში გვხვდება გრაფიტისა და ალმასის სახით. 1985 წელს ჰაროლდ კროტომ, რობერტ ქერლმა და რიჩარდ სმელმა გრაფიტის ზედაპირი ლაზერული იმპულსებით ისე დაასხივეს რომ ნახშირბადის აირი წარმოიქმნა. ნახშირბადის აირის შედედებისას წარმოიქმნა 60 და 70 ნახშირბადის ატომის შემცველი აქამდე უცნობი სტრუქტურები. ყველაზე გავრცელებულ სტრუქტურაში ნახშირბადის ატომთა რიცხვი 60-ს შეადგენდა, რომლებიც განთავსებული იყო სფეროს კიდეებში. ასეთ სტრუქტურებს ფულერენი უწოდეს, არქიტექტორ ბაკმინსტერ ფულერის პატივსაცემად, რომელიც ამ გეომეტრიულ ფორმაზე მუშაობდა.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s