ნობელიანტები ქიმიაში

 

ტომას რობერტ ჩექი (Thomas R. Cech )

 

დაბადება: 1947-12-08 (ჩიკაგო, აშშ., აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: კოლორადოს უნივერსიტეტი, კოლორადო, აშშ.

პრემია:1989

"რიბონუკლეიმჟავების კატალიზური თვისებების აღმოჩენისათვის"

 

 

ფერმენტები ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს აჩქარებენ, თავად კი არ იხარჯებიან. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ყველა ფერმენტი ცილაა. სიდნი ოლტმენმა და თომას ჩექმა აჩვენეს, რომ რნმ-ს შეუძლია ფერმენტის ფუნქციაც ჰქონდეს.
1982 წელს თომას ჩექმა შეისწავლა როგორ იშლებოდა მიკროორგანიზმ Tetrahymena thermophila-დან აღებული რნმ-ს მოლეკულები ფრაგმენტებად. მან აღმოაჩინა, რომ სინჯარაში არსებული რნმ-ის მოლეკულები, რთული ქიმიური რეაქციისას, იშლებოდნენ ცილის არარსებობის მიუხედავად.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s