ნობელიანტები ქიმიაში

 

სიდნი ოლტმენი (Sidney Altman )

 

დაბადება: 1939-05-07 (მონრეალი, კანადა., აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: იელის უნივერსიტეტი, კონექტიკუტი, აშშ.

პრემია:1989

"რიბონუკლეიმჟავების კატალიზური თვისებების აღმოჩენისათვის"

 

 

სიდნი ოლტმენი დაიბადა 1939 წელს მონრეალში.
1960 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით სწავლა განაგრძო კოლორადოს უნივერსიტეტის ბიოფიზიკის პროგრამაზე და 1967 წელს ბიოფიზიკის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 1969 წელს გახდა კემბრიჯის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარი. 1971 წელს შეუერთდა ეილის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტს და 1980 წელს სრული პროფესორის წოდება მოიპოვა.

 

ბიოგრაფია

ფერმენტები ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს აჩქარებენ, თავად კი არ იხარჯებიან. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ყველა ფერმენტი ცილაა. სიდნი ოლტმენმა და თომას ჩექმა აჩვენეს, რომ რნმ-ს შეუძლია ფერმენტის ფუნქციაც ჰქონდეს.
1978 წელს სიდნი ოლტმენმა შეისწავლა E. coli ბაქტერიისგან აღებული ფერმენტი, რომელსაც რნმ-ის დაშლის უნარი აქვს. ეს ფერმენტი ცილისა და რნმ-ის კომბინაციას წარმოადენდა. მან აღმოაჩინა, რომ თუ რნმ-ი ცილიდან ამოღებული იქნებოდა, ფერმენტი დაშლის უნარს დაკარგავდა. მოგვიანებით მან ასევე შეძლო დაემტკიცებინა, რომ მხოლოდ რნმ-ს ისეთივე დაშლის უნარი ჰქონდა, როგორიც ფერმენტს.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s