ნობელიანტები ქიმიაში

 

ჟან მარი ლენი (Jean-Marie Lehn )

 

დაბადება: 1939-09-30 ( როშემი, საფრანგეთი, საფრანგეთი)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ლუი პასტერის უნივერსიტეტი, სტრასბურგი, საფრანგეთი. პარიზის კოლეჯი, საფრანგეთი.

პრემია:1987

"მაღალი შერჩევითობის სტრუქტურულ-სპეციფიკური ურთიერთქმედების მოლეკულების შემუშავება და გამოყენებისათვის"

 

 

ჟან მარი ლენი 1939 წელს დაიბადა როშემში (საფრანგეთი).
1963 წელს სტრასბურგის უნივერსიტეტში ქიმიის დოქტორის ხარისხი მიიღო და 1970 წელს ლუი პასტერის უნივერსიტეტის (სტრასბურგი, საფრანგეთი) ქიმიის პროფესორი გახდა. 1979-2010 წლებში საფრანგეთის კოლეჯში ქიმიის პროფესორი იყო.

 

ბიოგრაფია

ხშირად ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს ისეთი მოლეკულების გავლენის შედეგად, რომლებსაც გარკვეული „ჯიბეები“ აქვთ, სადაც სხვა ატომებსა თუ მოლეკულებს მიერთება შეუძლიათ, შემდეგ კი სხვა მოლეკულებს შეუერთდებიან. მას შემდეგ, რაც ჩარლზ პედერსენმა აღმოაჩინა ქრაუნ ეთერები - მოლეკულები, რომლებსაც გარკვეული მეტალის ატომის „დაჭერა“ შეუძლიათ, ჟან მარი ლენმა 1969 წელს მსგავსი მოლეკულები აღმოაჩინა, რომლებსაც კრიპტანდები უწოდა. მათ შეუძლიათ გარკვეული ტიპის მოლეკულების „დაჭერა“, რაც ქიმიური რეაქციების საშუალებით ისეთი ქიმიური ნაერთების მიღების საშუალებას იძლება, რომლებიც ბიოლოგიურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s