ნობელიანტები ქიმიაში

 

ჰერბერტ აარონ ჰაუტმანი (Herbert A. Hauptman )

 

დაბადება: 1917-02-14 ( ნიუ იორკი, აშშ., აშშ)

გარდაცვალება: 2011-10-23

ალმა–მატერი: ბუფალოს სამედიცინო ფონდი, ბუფალო, ნიუ-იორკი, .

პრემია:1985

"კრისტალის სტრუქტურის განსაზღვრის პირდაპირი მეთოდების შემუშავებისათვის"

 

 

მოლეკულების მოლეკულური სტრუქტურის სქემის შედგენისას მნიშნელოვანია შევისწავლოთ თუ როგორ იხრება რენტგენის სხივები, ელექტრომაგნიტური ტალღები მოკლე ტალღის სიგრძით, კრისტალის მიერ. ამ პროცესში მნიშნელოვანია სხივის მიმართულება, ინტენსივობა და ფაზა- როგორ მოძრაობენ ტალღის წვერები.

1950-იანი წლებში ჰარბერტ ჰაუპტმანმა და ჯერომ კარლემ შეიმუშავეს განტოლებათა სისტემა, რომელიც ზომავდა სხივების ინტენსივობას მათი ფაზების დასადგენად. ამან შესაძლებელი გახადა მოლეკულური სტრუქტურების პირდაპირი განსაზღვრა.

 

ბიოგრაფია

ჰარბერტ აარონ ჰაუპტმანი დაიბადა 1917 წელს ნიუ-იორკში, აშშ.

1939 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში კოლუმბიის უნივერსიტეტიდან.

მან დოქტორანტურის პარალელურად დაიწყო თანამშრომლობა ჯერომ კარლესთან ერთად ვაშინგტონის საზღვაო კვლევით ლაბორატორიაში.

1955 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში.

მათემატიკისა და ფიზიკური ქიმიის გამოცდილების კომბინაციამ მათ საშუალება მისცა გადაეჭრათ რენტგენის კრისტალოგრაფიის ფაზის პრობლემა.

1984 წელს მიიღო პატერსონის ჯილდო.

1990 წელს ისრაელში მიიღო მეცნიერთა საპატიო დოქტორის ხარისხი.

1991 წელს მიიღო დირაკის მედალი თეორიული ფიზიკის განვითარებისთვის.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s