ნობელიანტები ქიმიაში

 

რობერტს ბრიუს  მერიფილდი (Robert Bruce Merrifield )

 

დაბადება: 1921-06-15 (ფორტ უორტი, ტეხასი, აშშ, აშშ)

გარდაცვალება: 2006-05-14

ალმა–მატერი: ოკფელერის უნივერსიტეტი, ნიუ იორკი, აშშ.

პრემია:1984

 "მყარ მატრიცებზე ქიმიური სინთეზის მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის"

 

 

პეპტიდები და ცილები ფუნდამენტური მნიშვნელობის ნივთიერებებია მთელი ჩვენი სიცოცხლისთვის. ეს მოლეკულები შედგება ჯაჭვებში განლაგებული ამინომჟავებისგან და შეიძლება ხელოვნურად გამომუშავდეს ჯაჭვის ეტაპობრივად აგებით.

1960-იანი წლების დასაწყისში ბრიუს მერიფილდმა შეიმუშავა მეთოდი, რათა თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი მინარევები საბოლოო პროდუქტში, რომელიც წარმოიქმნება მინარევების სახით, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით თითოეულ საფეხურზე. თუ ჯაჭვის მოლეკულა მყარ ფორმაში მიმაგრებულია პირველ ამინომჟავასთან, მინარევები შეიძლება ჩამოირეცხოს თითოეულ საფეხურს შორის. ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს მექანიკურად.

 

ბიოგრაფია

რობერტ ბრიუს მერიფილდი დაიბადა 1921 წელს ფორტ უორტიში, ტეხასი.

1949 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში.

სკოლის დამთავრებისთანავე იგი შეუერთდა როკფელერის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტს.

1966 წელს რობერტ ბრიუს მერიფილდი პროფესორი გახდა.

მეცნიერს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო პეპტიდების ქიმიაზე მუშაობისთვის:

1969 წელს ლასკერის ჯილდო ძირითადი სამედიცინო კვლევისთვის.

1972 წელს ჯილდო სინთეზურ ორგანულ ქიმიაში შემოქმედებითი მუშაობისთვის.

1973 წელი ნიკოლსის მედალი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s