ნობელიანტები ქიმიაში

 

ჰენრი ტაუბე (Henry Taube )

 

დაბადება: 1915-11-30 (ნოიდორფი, კანადა, აშშ)

გარდაცვალება: 2005-11-16

ალმა–მატერი: სტენფორდის უნივერსიტეტი, სტენფორდი, კალიფორნია, აშშ.

პრემია:1983

" ელექტრონების გადაცემის რეაქციის შემუშავებისთვის, განსაკუთრებით მეტალის კომპლექსებში"  

 

 

ატომების უმეტესობას შეუძლიათ გასცენ და მიიერთონ ელექტრონები და აქედან გამომდინარე გახდნენ ელექტრულად დამუხტული იონები. ზოგიერთ ლითონს შეუძლია წარმოქმნას იონები სხვადასხვა მუხტით. მაგალითად, ქრომს და კობალტს შეუძლიათ ორი ან სამი ელექტრონის გაცემა. წყლის ხსნარში მეტალის იონებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სხვა იონებსა და მოლეკულებს და შექმნან კომპლექსები. ამ კომპლექსებში ელექტრონებს შეუძლიათ ერთი მეტალის ატომიდან მეორეზე გადასვლა. დაახლოებით 1950 წელს ჰენრი ტობემ აჩვენა, რომ ეს არ ხდება პირდაპირი გადასვლის გზით; სამაგიეროდ, მოლეკულა მოქმედებს როგორც ხიდი მეტალის ატომებს შორის.

 

ბიოგრაფია

ჰენრი ტაუბე დაიბადა 1915 წელს ნოიდორფში, კანადა.

1937 წელს მიიღობა მაგისტრის ხარისხი სასკაჩევანის უნივერსიტეტში.

1940 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში.

1941-46 წლებში ჰენრი ტაუბე იყო ასისტენტ პროფესორი, კორნელის უნივერსიტეტიში.

1946-61წწ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი.

1962-86წწ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი.

1956-59წწ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

1972-74 და 1978-79 წწ სტენფორდის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

1985 მეცნიერებათა დოქტორი, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჰენრი ტაუბე არის ამერიკული ქიმიური საზოგადოების,მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის,ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის, ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s