ნობელიანტები ქიმიაში
აარონ კრული (Aaron Klug )
დაბადება: 1926-08-11 ( ზელვასი, ლიეტუა., დიდი ბრიტანეთი)
გარდაცვალება: 2018-11-20
ალმა–მატერი: MRC მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია. კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი.
პრემია:1982
"კრისტალოგრაფიული ელექტრონული მიკროსკოპის განვითარებისა და ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ნუკლეინის მჟავა-ცილოვანი კომპლექსების სტრუქტურული შესწავლისათვის"
ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ნივთიერებების გამოსახატად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა რენტგენული კრისტალოგრაფია, რომელშიც რენტგენული სხივების მიერ წარმოქმნილი დიფრაქციული ნიმუშები მეცნიერებს მათი სტრუქტურის დადგენის საშუალებას აძლევს. ელექტრონულ მიკროსკოპში ელექტრონთა სხივები მიკროსკოპული ფენომენების გამოსახულებებს ქმნიან.
1960-იან წლებში აარონ კლუგმა რენტგენული კრისტალოგრაფიისა და ელექტრონული მიკროსკოპის მეთოდები გააერთიანა, რათა დნმ-ისა და ცილების რთული სტრუქტურები შეესწავლა.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ