სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულების ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და კოლოიდური ქიმია

პროგრამის დასახელება სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულების ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და კოლოიდური ქიმია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მეცნიერების მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  ადამიანები მეცნიერული მიღწევების საფუძველზე ხელოვნურად მიღებული პროდუქტების გამოყენებიდან ამჟამად უბრუნდებიან ბუნებრივი, ეკოლოგიურად უვნებელი ნედლეულისა და პროდუქტების გამოყენებას. ოღონდ ეს არ უნდა იყოს და არც არის გამეორება ისტორიის იმ პერიოდისა, როდესაც ყველა პროდუქტი იყო ნატურალური და ბუნებრივი, ვინაიდან ხელოვნური არ არსებობდა. მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ბუნებრივი რესურსების გამოყენება მოითხოვს წინასწარ შესწავლას, ჩვენ შემთხვევაში ქიმიის სხვადასხვა დარგის და კერძოდ, ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის მეთოდებით. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამკურნალო-პროფილაქტიკური და კოსმეტიკური დანიშნულების ბუნებრივი რესურსების (სამკურნალო ტალახების, ბენტონიტური თიხების, მინერალური წყლების, მცენარეების) მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენება. ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის თეორიული საფუძვლისა და ექსპერიმენტული მეთოდების ათვისება საშუალებას იძლევა მიზანდასახულად და შეგნებულად შეიქმნას ნედლეულის (რესურსების) კომპოზიციები, რომელთაც ექნებათ სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებები და წარმატებით გამოიყენებიან მედიცინაში, კურორტოლოგიაში, კოსმეტოლოგიაში. ამრიგად, სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენს დასახელებულ სფეროში მრავალი ზოგადი და კონკრეტული პრობლემატური საკითხების გადაჭრაში ფიზიკური, კოლოიდური, ანალიზური, კოსმეტიკური ქიმიის დებულებათა აქტიური გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. ძირითადად ეს ეხება შემდეგ პრობლემატიკას: - ბუნებრივი ნედლეულის ქიმიურ-ანალიტიკური და ფიზიკურ-ქიმიური შეფასება, ფიზიკური პარამეტრების დადგენა - სამკურნალო-პროფილაქტიკური და კოსმეტიკური პროდუქტების რეცეპტურისა და ტექნოლოგიის დადგენა - ნიმუშების ექსპერტიზა, მათ შორის ფიზიკურ-ქიმიური შეფასება  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი შეიძენს ბუნებრივი სამკურნალო-პროფილაქტიკური რესურსების ნებისმიერი სახის შესწავლისადმი ფიზიკურ-ქიმიური მიდგომის განხორციელების უნარ-ჩვევებს: - კვლევების ჩატარების დაგეგმვაში - ექსპერიმენტისათვის ოპტიმალური პირობებისა და შედგენილობათა უბნის დადგენაში - მიღებული პროდუქტების ექსპერტიზაში ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების გამოყენებას - პუბლიკაციებისა და მოხსენებების გაფორმება, წარდგენა განხორციელებაში  
დასაქმების სფეროები კურსდამთავრებულ პირს მიენიჭება “ქიმიის მეცნიერებათა მაგისტრი”-ს (ფიზიკური და კოლოიდური ქიმია) ხარისხი. მისი პროფესიონალური დასაქმების ობიექტთა რიცხვს მიეკუთვნება ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია: - რომლის მიზანია ახალი სამკურნალო-პროფილაქტიკური და კოსმეტიკური დანიშნულების პროდუქტების დაგეგმვა-წარმოება - რომელშიც არსებობს პროდუქტების და აგრეთვე ნედლეულის ხარისხის მონიტორინგი (ექსპერტიზა) - რომელიც წარმართავს მუშაობას გარემოს დაცვის სფეროში  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა BSc (Chemistry, Chemical Tech.), BA (Chemistry, Chemical Tech.), BSc (Metallurgical Engineering), BSc (Natural Science)  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას