ნავთობისა და ბუნებრივი აირის გადამუშავების ტექნოლოგია

პროგრამის დასახელება ნავთობისა და ბუნებრივი აირის გადამუშავების ტექნოლოგია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ინჟინერიის მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  კვლევებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე კათედრაზე მიღებულია უმაღლესი ხარისხის ლუმინოფორი “შუბეკოლი”, რომელიც გამოიყენება ლითონური და არალითონური, მცირე და დიდი ზომის დეტალების ზედაპირზე მიკრობზარების აღმოსაჩენად; სხვადასხვა კატეგორიის მინერალური ბაზური ზეთები და შემზეთავები, რომლებმაც შეცვალეს ძვირადღირებული და მწვავედდეფიციტური სილიკონის ზეთი ბოჭკოს ძაფის ფორმირებისათვის საჭირო შემზეთავში და წნეხფორმებში შესასხურებლად საჭირო ანტიადგეზიურ პრეპარატებში ტექნიკური პლასტმასის დეტალების დაწნეხვისას; მოსასინჯი კვლევების საფუძველზე შესწავლილია ნავთობიდან ნათელი ფრაქციების (ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი) გამოსავლიანობის გაზრდის შესაძლებლობა. ატმოსფერული გამოხდის პროცესში უმნიშვნელო რაოდენობითი გამააქტიურებელი მისართების გამოყენების შედეგად. მისართებად გამოიყენება სოფლის მეურნეობის თხევადი ნარჩენები და მეორადი პროდუქტები. ტექნოლოგიურ პროცესს თან ახლავს საწვავების ხარისხის გაუმჯობესება. აღსანიშნავია ექსპერიმენტი, რომელიც ტარდება ნამუშევარი მინერალური ზეთების გაწმენდის თანამედროვე მეთოდების შემუშავებისა და დადგენის თაობაზე, ზეთების კვლავგამოყენების მიზნით. ექსპერიმენტული, მეცნიერული და ტექნოლოგიური კვლევების მნიშვნელოვანი მიმართულებების შედეგები სასარგებლო იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. წლების მანძილზე კათედრაზე აღნიშნული მიმართულებების შესრულებაში თანამშრომლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები, მაგისტრანტები და ასპირანტები, რაც აისახა პუბლიკაციებში სტატიებისა და საკონფერენციო მასალების სახით. მიზანი: სრულყოფილად შეისწავლოს ნავთობის, კერძოდ საქართველოს მცირედებიტიანი ნავთობების გადამუშავების ტექნოლოგიები სხვადასხვა დანიშნულების ნავთობპროდუქტების მისაღებად და მოახდინოს მათი დასაქონლება.  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამით მაგისტრანტი შეისწავლის და აითვისებს ნავთობის პირველადი და მეორადი გადამუშავების თანამედროვე მეთოდებს საზოგადოებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ნავთობპროდუქტების საწარმოებლად; ხელს შეუწყობს კვალიფიციურ მეცნიერად ჩამოყალიბებაში.  
დასაქმების სფეროები სტუ-ს ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრა, ნავთობგადა-მუშავებული ქარხნები, მათი ლაბორატორიები, ნავთობპროდუქტების ხარისხის დამდგენი ოფისები, ნავთობპროდუქტების მომხმარებელი საწარმოები და ა.შ  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა ქიმიური ტექნოლოგიის ბაკალავრი  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას