კოორდინაციული ქიმია

პროგრამის დასახელება კოორდინაციული ქიმია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მეცნიერების მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  კოორდინაციული ქიმია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედიცინის სხვადასხვა სფეროს, სოფლის მეურნეობის და ტექნიკის მრავალი დარგის განვითარებაში. მრავალი სამკურნალო პრეპარატი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების საწინააღმდეგო საშუალება თუ სასუქები, ნახევრადგამტარები თუ მონოკრისტალი წარმოადგენენ კოორდინაციულ ნაერთებს ან მათ საფუძველზე მიღებულ ნივთიერებებს. კოორდინაციული ქიმიის საფუძვლების გარეშე დღეს უკვე შეუძლებელია არა მარტო არაორგანული ქიმიის, არამედ ანალიზური ქიმიის, ორგანული ქიმიის და სხვა ქიმიური დისციპლინების სათანადო დაუფლება. კოორდინაციული ქიმიის კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს სტუდენტების მიერ კოორდინაციული ქიმიის საფუძვლების შესწავლა, კოორდინაციული ქიმიის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების შესწავლა, როგორიცაა; კოორდინაციული თეორიის ძირითადი ცნებები, კოორდინაციული ქიმიის ძირითადი ცნებები, კოორდინაციულ ნაერთთა ნომენკლატურა, სტერეოქიმიის ელემენტები, იზომერია, კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები, იზომერია, კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები, ქიმიური ბმები კოორდინაციულ ნაერთებში და კოორდინაციული ქიმიის ძირითადი კანონზომიერებანი, კოორდინაციული ქიმიის გამოყენება.  
სწავლის შედეგი მართონ ქიმიური, ბიოქიმიური, ფარმაცევტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და მრავალი სამრეწველო ფერმენტების და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების წარმოების დაგეგმვა – ორგანიზაცია და მენეჯმენტი, შეადგინონ წარმოების ბიზნეს გეგმა, განსაზღვრონ და შეისწავლონ კოორდინაციული ნაერთების ქიმიური ანალიზი, წარმოების ცალკეული სტადიის ექსპერიმენტული შეფასება, და უზრუნველყონ პროცესების ეკოლოგია და ტექნოლოგიური სქემების დამუშავება.  
დასაქმების სფეროები ქიმიური, ბიოქიმიური, ფარმაცევტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და მრავალი სამრეწველო პროფილის კვლევითი ინსტიტუტები; სახელმწიფო და კერძო უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; განათლების და წარმოების სახელმწიფო მმართველი ორგანოები; სახელმწიფო და კერძო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები, სადაც მიმდინარეობს ბიოლიგიურად აქტიურ ნივთიერებათა სხვადასხვა მასალისა და პროდუქტის მიღების საშუალებათა ძიებისა და უკვე არსებულის ხარისხისა და წარმოების მონიტორინგი. საკონტროლო-ანალიზური, ეკოლოგიური, ფარმაცევტული სამედიცინო და სხვა დაწესებულებები. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პირველ სტადიაზე (ბაკალავრიატში), სტუდენტებთან  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა მაგისტრატურაში კოორდინაციული ქიმიის სპეციალობით უპირველეს ყოვლისა მიიღებიან ბაკალავრები, რომლებმაც ბაკალავრიატში სწავლის დროს ამ დისციპლინისადმი გამოავლინეს ინტერესი და ბაკალავრიატი დამთავრებული აქვთ წარჩინებით. ამ სპეციალობით მაგისტრატურაში მიიღება ყველა ის პირი, რომელმაც წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი და აქვს სურვილი უფრო ღრმად დაეუფლოს კოორდინაციული ქიმიის საფუძვლებს. მაგისტრი ასევე შეიძლება გახდეს ნებისმიერი სპეციალობით ბაკალავრიატის კურსდამთავრებული, რომელსაც მოსმენილი აქვს კურსი და მიღებული აქვს მაღალი შეფასება: ზოგად და არაორგანულ ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში, ქიმიურ ტექნოლოგიაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობას ერთი წელი ემატება განსხვავებული საგნების შემეცნებისათვის საჭირო დროისა და სასწავლო გეგმის მითითებით.  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას