ფარმაცია

პროგრამის დასახელება ფარმაცია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ფარმაციის მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
ფაკულტეტი მედიცინის ფაკულტეტი 
მიზანი  ფარმაცია მედიცინის ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა და ამ სფეროში წარმატებული საქმიანობა მოითხოვს: ფარმაკოეკონომიკის, წამალთა ტექნოლოგიის, ფარმაკოლოგიის და ფარმაკოგნოზიის საფუძვლიან ცოდნას. შესაბამისად აკადემიური ტიპის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიზანია: მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფარმაციის მაგისტრები, რათა ხელი შეუწყოს ფარმაცევტული სექტორის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გამართულ მუშაობას (განსაკუთრებით პანდემიების და ეთნიკური კონფლიქტების დროს). თანამედროვე ფარმაცევტულ სექტორზე და სტუდენტზე ორიენტირებული სამაგისტრო პროგრამა საშუალებას გვაძლევს წარმატებით გადავჭრათ სწავლების მეორე საფეხურზე დასახული შემდეგი ამოცანები: 1) ძირითადი სპეციალობის საბაზისო კურსების საფუძვლიანი შესწავლა; 2) სამეცნიერო–კვლევითი უნარ–ჩვევების ფორმირება; 3) აკადემიური და პროფესიული კომპეტენციების გამომუშავება და განვითარება; 4) ფარმაციის კომპლექსური სამეცნიერო საკითხების, გრძელვადიანი კვლევითი პროექტების დამოუკიდებლად ფორმულირება, სტრუქტურირება, ანალიზი და მართვა; 5) პრაქტიკაში ცოდნის გამოყენება  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამა ძირითადად ფოკუსირებულია ფარმაცევტული დისციპლინების სიღრმისეულ შესწავლაზე და მეორე საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს: 1) სასწავლო, სამეცნიერო, ნორმატიულ ცნობარებსა და სხვა წყაროებთან დამოუკიდებლად მუშაობა; 2) მეცნიერული თეორიებისა და მეთოდების გამოყენება როგორც აკადემიურ, ასევე პროფესიულ კონტექსტში; 3) კრიტიკული ხედვის კონსტრუქციული გზით გამოხატვა; 4) მულტიდისციპლინურ გარემოში მუშაობა, ჯგუფის გაძღოლა ან მისი აქტიური წევრობა; 5) ზეპირი და წერითი კომუნიკაცია უცხო ენაზე; 6) პრაქტიკაში ბაზისური ფარმაცევტული დისციპლინების ცოდნის გამოყენება 7) პროფილაქტიკური და ჰიგიენური ღონისძიებების გატარება (განსაკუთრებით პანდემიების დროს); 8) კლინიკურ კონტექსტში მოსახლეობის ინფორმირება (განათლება) და მათი მხარდაჭერა 9) ეთიკური საკითხების გაცნობიერება 10) არასრული ან ლიმიტირებული ინფორმაციის პირობებში სწორი (დასაბუთებული) დასკვნების გამოტანა, ფარმაციის სფეროში მიმდინარე რთული პროცესების რაციონალური მართვა და რეგულირება.  
დასაქმების სფეროები  
ვებ–მისამართი http://atsu.edu.ge/faculties/samedicino/geo/mag/mag_med_pharmacy.pdf
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას