საერთაშორისო კონფერენცია "ბათუმი–გაზაფხული– 2010"

 

2010 წლის 7–9 მაისს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ,,ბათუმი-გაზაფხული-2010“ ჩატარდა.  კონფერენცია სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პერ ეკლუნდმა გახსნა. ,,ბათუმი-გაზაფხული-2010“ ევროპის დღეს - 9 მაისს მიეძღვნა და მისი მიზანი იყო მსოფლიოს მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომების შემუშავება. სამდღიან კონფერენციაში ევროპის 20-მდე ქვეყნის 200 ცნობილი მეცნიერმა, დიპლომატმა და პოლიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ბათუმი – გაზაფხული - 2010“ თემატიკა მოიცავდა ისეთ აქტუალურ და უმნიშვნელოვანეს თემებს, როგორიცაა:

  • ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიები და ე.წ. მწვანე ენერგეტიკა;
  •  კლიმატის ცვლილებების პრობლემები;
  •  ბუნებრივი რესურსები და მათი მდგრადი განვითარება;
  • ჯანმრთელობა, ეკოლოგიურად სუფთა საკვები და მედიკამენტები;
  • ინტერკულტურული დიალოგი და კულტურული მემკვიდრეობა;
  • ცოდნის მართვა და განათლება;
  • მეცნიერება ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოებისთვის.


კონფერნციის ფარგლებში ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებისა და პროდუქციის გამოფენა მოეწყო.

„ბათუმი – გაზაფხული - 2010“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის, ევრო ხმელთაშუაზღვისპირეთის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (EMAAS – Euro Mediteranean Academy of and Sciences) და იუნესკოს ევრო ხმელთაშუაზღვის ინტერკულტურული ცენტრის (Intercultural Euro Mediterannean Center for UNESCO) ორგანიზებით ჩატარდება.

 

კონფერენციის ამსახველი ფოტო მასალა

 

s