შპს ვასაძის პური

ცოტნე დადიანის I შესახვევი, სოფ. ფონიჭალა, თბილისი

(+995 32) 393 88 88

sandomi.tbilisi@gmail.com

www.sandomi.ge


ჩვენს შესახებ

შპს „ვასაძის პური“ დააარსდა 2001 წლის 13 მაისს ოზურგეთში. თავდაპირველად კომპანია პურ-ფუნთუშეულის წარმოებაზე იყო ორიენტირებული. მაღალი ხარისხის და კარგი გემოვნური თვისებების გამო პროდუქციამ სწრაფად მოიპოვა ნდობა და აღიარება ჯერ ადგილობრივ მომხმარებელთა შორის, ხოლო შემდგომ მიმდებარე რეგიონების მოსახლეობაში. ადგილობრივ ბაზარზე მოპოვებულმა წარმატებამ კომპანიას საშუალება მისცა გაეფართოვებინათ წარმოება. 2011 წელს განხორციელდა საპილოტე პროექტი საკონდიტრო წარმოებისთვის და შეიქმნა შ.პ.ს. „ვასაძის პურის“ ახალი ბრენდი საკონდიტრო „სანდომი“.

2013 წლიდან კომპანიის საქმიანობაში ახალი გამოწვევბი გაჩნდა. სექტემბერში გაიხსნა გაცილებით დიდი და მასშტაბური საკონდიტრო საწარმო თბილისში, რომლის პროდუქციამაც მალე დაიმკვიდრა დედაქალაქში და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში.

ბრენდი „სანდომი“ არის თანამედროვე, სწრაფად მზარდი, დინამიური, ინოვაციური კომპანია, რომელიც დღეისათვის 100-მეტი დასახლების მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.

„სანდომი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტებით, პროფესიონალთა გუნდი უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობს პროდუქციის დახვეწაზე და განახლებაზე. საწარმოში პერიოდულად მოწვეულნი არიან უცხოელი ტექნოლოგები. თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრეინინგებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

კომპანია უკვე ISO:22000-2005 სტანდარტის მფლობელია, რაც იმის დასტურია, რომ სანდომი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ქართულ პროდუქტს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 120(1)



წარმოებული პროდუქცია

საკონდიტრო ნაწარმი



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.