ჯი-ემ-პი

სოფელი ფონიჭალა 65, თბილისი

(+995 32) 211 38 52

office@gmpgeo.com

www.gmp.ge


ჩვენს შესახებ

ჯი-ემ-პი მდებარეობს თბილისში , ქვემო ფონიჭალაში. საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული და იტალიური მანქანა- დანადგარებით BOSCH, FETTE, UHLMANN, HUTTLIN, SERVO- LIFT, SKINETTA, ENFLEX, MILLIPORE, AGILENT TECHNOLO- GIES, BOHLE, IMA და სხვ. ჯი-ემ-პი არის ერთადერთი ფარმაცევტული საწარმო მთელს რეგიონში, რომელშიც თანამედროვე ფარმაცევტული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს სრული საწარმოო ციკლი, დაწყებული ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის დამზადების სტადიის ჩათვლით. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშვებს მყარი ფორმის მედიკამენტებს: ტაბლეტებს, გარსით დაფარულ ტაბლეტებს, ფხვნილებსა და ჟელატინის კაფსულებს. GM Pharmaceuticals ფლობს უკრაინის GMP მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტირების შედეგად გაცემულ GMP (სათანადო წარმოების პრაქტიკა) შესაბამისობის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ფარმაცევტული ინსპექციების კონვენცია/ კოოპერაციის სქემის (PIC/S), EU დირექტივების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებთან ჰარმონიზებულ უკრაინის მარეგულირებელი დოკუმენტების მიმდინარე ვერსიებთან კომპანიის შესაბამისობის დადგენას. თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა წამყვან ევროპელ მწარმოებლებთან და კონტრაქტით წარმოების საფუძველზე შემოაქვს სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალებები – ამპულები, სუსპენზიები, გელები. კომპანია ახორციელებს 100 მდე დასახელების მედიკამენტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, ბელორუსია, ყაზახეთი, უკრაინა, ლიბია. კომპანია რეგიონალური ბაზრებისთვის აწარმოებს პრეპარატებს შვეიცარიულ კომპანია ლალემან ფარმასა და ჰოფმან ლა როშის ლიცენზიით.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი):



წარმოებული პროდუქცია

მედიკამენტები



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.