შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

ქლოროფორმიც და დიეთილის ეთერიც ადვილად ხელმისაწვდომია ნებისმერი ადამიანისთვის ნებისმიერ ქიმრეაქტივების მაღაზიაში,იგივე თვისებები შეიძლება თვისება შეცვლილი იყოს ეს რეაქტივები? თუ საშიშია იგივენაირად? რამე ლიტერატურა არსებობს ამ რეაქტივებზე ინფორმაციის მოსაძიებლად? წინასწარ მადლობას გიხდით პასუხისთვის
გიორგი დათუაშვილი

პასუხი:.

როგორც უკვე აღვნიშნავდით წინა კითხვის პასუხში (იხილეთ) ქლოფორმის და დიეთილ ეთერის გამოყენება საანაესთეზიო საშალებად აკრძლაულია. რაც შეეხება ნაერთების თვისებების შეცვლას, ალბათ გულისხმობთ მათ სიძველეს. ცხადია, გარკვეული დროის შემდეგ ადვილი შესაძლებელია მათში მინარევების წილი გაიზარდოს (მაგ. ეთერები ადგილი აქვს პეროქსიდების წარმოქმნას). ცხადია მათი ტოქსიკურობა კიდევ უფრო მეტად იზრდება. ცნობილია, რომ დანტისტ-ფარმაცევტი ჰ.ველსი, რომელმაც შემოღო ქლოროფორმი და აზოტის ოქსიდი საანსესთეზიო საშუალებებად, სწორედ ქლოროფორმის მოქმედების შედეგად გარდაიცვალა.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აღნიშნული რეაქტივები "თავისუფალ გაყიდვაშია" ქიმრეაქტივების მაღაზიებში. ქიმრეაქტივების მაღაზიები ძირითადად ემსახურებიან ქიმიურ ლაბორატორიებს, სადაც მუშაობენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე ქიმიკოსები, რომელთაც იციან აღნიშნულ რეაქტივებთათ მოპყრობა უსაფრთხოების ტექნიკის დაცვით. ქლოროფორმი და დიეთილის ეთერი ერთ-ერთი შეუცვლელი და ძვირფასი გამხსნელია არაერთ ორგანულ სინთეზში.

ამიტომ, თუ თქვენ ქიმიკოსი არ ხართ, ან არ ფლობთ სათანადო უნარ-ჩვევებს, გთხოვთ თავი შეიკავოთ მათი გამოყენებისაგან.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი