შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მაინტერესაბს, შესაძლებელია თუ არა ინდიკატორის დამზადება მცენარეებით და რა მცენარეები შეიძლება გამოვიყენო?
სანდრო მესტვირიშვილი

პასუხი:.

მრავალი მცენარე მოიცავს პიგმენტებს, რომელიც მათ შეფერილობას განაპირობებს. ჩვენს გარშემო არაერთი ბოსტრეულის ან ხილის მოძებნა შეიძლება, რომელთა შეფერილობა გამოწვეულია პიგმენტების სპეციალური კლასის ანტოციანინების შემცველობით. ანტოციანინებს კი pH-ის მიმართ აქვთ მგრძნობიარობა.

მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ რამდენიმე მათგანი:

  • ჭარხალი - ტუტის ხსნარის მოწმედება ჭარხალზე ან მის წვენზე იწვევს ფერის ცვლილებას წითელიდან მეწამულში
  • კერის ფხვნილი (ინდური საკაზმი) - მოიცავს პიგმენტს კურკუმინს და იცვლის ფერს ყვითელიდან (pH 7.4) წითელში (pH 8.6)
  • ნემსიწვერას ფურცლები (გერანი) - მჟავა ხსნარში აქვს მონარინჯისფერო-წითელი, ხოლო ტუტე არეში - ლურჯი შეფერილობა
  • წითელი და ვარდისფერი ყურძენი მოივაცს მრავალ ანტოციანინს. ლურჯი ყურძენი შეიცავს მალვიდინის მონოგლუკოზიდს, რომელიც ფერს იცვლის მუქი წითელიდან (მჟავა არე) იისფერში (ტუტე არე)
  • ცხენისწაბლას ფოთლებიდან სპირტით შესაძლებელია ფლოურესცენტული საღებრის ესკულინის ექსტრაცია. ესკულინი არის უფერული pH 1.5-ზე, მაგრამ ლურჯ ფერში იწყებს ნათებას pH 2-ზე.
  • პეტუნიას ფურცლები - შეიცავს ანტოციანინს პეტუნინს და მოწითალო-მეწამულიდან ფერს იცვლის იისფერში ტუტე არეში გადაყვანით.
  • ვარდის ფურცლები, წითელი ფერიდან გადადის ლურჯში ტუტე არეში მოხვედრისას
  • გარდა ჩამოთვლილი მცენარეებისა ინდიკატორული თვისებებით ხასიადებიან ჩაი, ტიტა, ია და ა.შ.
ზოგიერთი ხილის და ბოსტნეულის ფერის დამოკიდებულება pH-ის მნიშვნელობაზე, ნაჩვენებია დიაგრამაზე ქვემოთ:


შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები