შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

საით გადაინაცვლებს წონასწორობა:
1)თუ წნევას გავზრდით ან შევამცირებთ
2)თუ ტემპერატურას გავზრდით ან შევამცირებთ
3)თუ საწყისი ნივთიერებების კონცენტრაციას გავზრდით ან შევამცირებთ
4)თუ მიღებული ნივთიერების კონცენტრაციას გავზრდით ან შევამცირებთ
დიდი მადლობა!
კახა ბრეგვაძე

პასუხი:.

ქიმიურ წონასწორობაზე გარეშე ფაქტორების –კონცენტრაციის, წნევის და ტემპერატურის გავლენა შეისწავლა ფრანგმა მეცნიერმა ლე შატელიემ და ჩამოაყალიბა კანონი, რომელსაც ლე შატელიეს კანონი ეწოდება. ამ კანონის თანახმად ქიმიურ წონასწორობაზე გარეშე ფაქტორების გავლენით წონასწორობა გადაიხრება პირდაპირი ან შებრუნებული რეაქციის მიმართულებით, რათა შეამციროს ამ გარეშე ფაქტორების ზემოქმედება.
--წნევის გაზრდისას წონასწორობა გადაიხრება წნევის შემცირების ანუ მოცულობის შემცირების მიმართულებით, ხოლო წნევის შემცირებისას წნევის გაზრდის ანუ მოცულობის გაზრდის მიმართულებით (წნევის ცვლილება განიხილება მხოლოდ აირადი ნივთიერებების შემთხვევაში).
--ტემპერატურის გაზრდისას წონასწორობა გადაიხრება ენდოთერმული რეაქციის მიმართულებით, ხოლო შემცირებისას ეგზოთერმული რეაქციის მიმართულებით.
--რომელიმე ნივთიერების კონცენტრაციის გაზრდა გამოიწვევს წონასწორობის გადახრას ამ ნივთიერების კონცენტრაციის შემცირების მიმართულებით, ხოლო ნივთიერების კონცენტრაციის შემცირება წონასწორობას გადახრის ამ ნივთიერების კონცენტრაციის გაზრდის მიმართულებით.
განვიხილოთ ამიაკის სინთეზის რეაქცია:

N2(ა) + 3H2(ა) ↔ 2NH3(ა) + 92კჯ/მოლი

რეაქცია მიმდინარეობს მოცულობის შემცირებით, ამიტომ წნევის გაზრდისას წონასწორობა გადაიხრება მარჯვნივ, ხოლო წნევის შემცირებისას მარცხნივ.
რეაქცია ეგზოთერმულია, ამიტომ ტემპერატურის გაზრდისას წონასწორობა გადაიხრება მარცხნივ, ხოლო ტემპერატურის შემცირებისას მარჯვნივ.

შეკითხვას პასუხობს: პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები