შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

ძალიან გთხოვთ მომაწოდოით ინფორმაცია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რა ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის და რა უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე
ნანა ბუბუტეიშვილი, მაგისტრანტი

პასუხი:.

მეტალურგიული საწარმოები წარმოადგენს ეკოლოგიური რისკების შემცველ წარმოებებს. ვინაიდან გამოიყენება სხვადასხვა შედგენილობის საკაზმე მასალები (ნედლეული), რომელთაგან ზოგიერთი მეტად ტოქსიკურია. ასე მაგალითად Mn და Cr ოქსიდები, წიდის გამათხევადებელი კალციუმის ფტორიდი და სხვა.

თვით ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის პირობებში და ამ დროს გამოიყოფა როგორც მტვრის ნაწილაკები, ისე ტოქსიკური აირები გოგირდის, ფოსფორის, აზოტის ოქსიდები სახით. ასევე ტექნოლოგიური პროცესის დროს ძირითად პროდუქტებთან ერთად მიიღება საკმაოდ დიდ რაოდენობით წიდა, რომელიც შეიცავს ზოგიერთ ტოქსიკურ ნაერთებს ფოსფორთან, გოგირდთან, ფტორთან.

თუ ატმოსფეროში გამოიყოფა მტვრის ნაწილაკები, რომელიც შეიცავს SiO2-ს, მაშინ ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება ზემო სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მაგალითად პროფესიული დაავადევა - სილიკოზი.

თუ გამოიყოფა MnO2 – ის არის ძლიერ ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერება და იწვევს ნერვიული სისტემის და გულის სისხლძარღვთა დაავადებებს, ორგანიზმში მისი კონცენტრაციის ზედმიწევნით მაღალი დონის შემთხვევაში ვითარდება პარეზია (დამბლა).

გოგირდის, ფოსფორის და აზოტის ოქსიდებიც ძლიერ ტოქსიკურია. მათი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს სასუნთქი გზების დამწვრობას და ალერგიას.

ეს აირები ურთიერთქმედებენ ატმოსფეროში არსებულ ტენთან, წარმოქმნიან მჟავას და მჟაური ნალექის სახით ეფინება დედამიწას, იწვევს ნიადაგის დამჟავებას და ნიადაგს სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარს ხდის, ხოლო ნიადაგიდან ეს ნივთიერებები ხვდება გრუნტის წყლებში და აჭუჭყიანებს მას.

რაც შეეხება წიდას იგი შეიცავს ზოგიერთ ტოქსიკურ ნივთიერებას და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად იშლება და ეს ტოქსიკური ნივთიერებები ხვდება გრუნტის წყლებში.

რუსთავში დღეისათვის არსებობს მცირე წარმადობის მეტალურგიული საწარმოები, სადაც ხდება ფეროშენადნობებისა და ფოლადის წარმოება.

ამ საწარმოებებიდან ატმოსფეროში ხვდება ზემოხსენებული ნივთიერებები, რაც აუარესებს რუსთავის და მისი შემოგარენის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ხშირია ალერგიული, სასუნთქი გზების, თვალის ლორწოვანი გარსის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებების შემთხვევები.

ამიტომ, აუციებელია ამ საწარმოებებში დამონტაჟდეს თანამედროვე აირგამწმენდი სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს გამონაფრქვევებისაგან ღუმლებიდან გამომავალი აირების გაწმენდას.

ასევე უნდა მოხდეს წიდის დასაწყობება სპეციალურ ტერასებზე ან უნდა იყოს გამოყენებული წიდის გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები, ესე იგი უნდა გამოიყენებოდეს უნარჩენო ტექნოლოგია.

უნდა იყოს გამოყენებული ევროპის მოწინავე მეტალურგიული საწარმოების მდიდარი გამოცდილება. ამ საწარმოებში გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით ტარდება სხვადასხვა ტექნოლოგიური სქემა, მაგრამ საშიშროება სამრეწველო რეგიონების ეკოლოგიისათვის მოხსნილია მთლიანად.

არნიშნული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ ქ. რუსთავის და მისი შემოგარენის ეკოლოგიური მდგომარეობა გაჯანსაღდება და მეტალურგიული საწარმოები აღარ შექნმის გარემოს ეკოლოგიურ პრობლემებს.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ომარ მიქაძე

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები