შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

sodium lauryl sulphate არის თუ არა იგივე sodium lauryl ether sulphate. არსებობს თუ არა sles 2 mole, sles 3 mole და რა განსხვავებებია მათ შორის ან დადოთ ვებ მისამართი სად შეიძლება დეტალური ინფორმაციის მიღება.

პასუხი:.

Sodium lauryl sulphate არის ლაურილ სულფომჟავას ნატრიუმის მარილი: CH2(CH2)10CH2SO2Na, ხოლო sodium lauryl ether sulphate (მას ასევე ეწოდება Sodium Laureth Sulfate) კი არის CH2(CH2)10CH2(OCH2CH2)nOSO2Na (n=2~3). ამ უკანასკნელს უწოდებენ SLES. ეთილენ ოქსიდის ფრაგმენტის შემცველობის მიხედვით არჩევენ SLES-2 (n=2) და SLES-3 (n=3).


იგი მიეკუთვნება საუკეთესიო თვისებების ანიონურ ზედაპირულად აქტიურ ნაერთს. იგი უზრუნველყოფს რეცხვას, ემულსირებას, შესველებას, შესქელებას და აქაფებას. აქვს კარგი თავსებადობა ხისტ წყალთან, არის ბიოდეგრადირებადი და ახასიათებს მხლოდ მცირე გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე და თვალში მოხვედრსას.

ძირითადად გამოიყენება თხევად გამრეცხ საშუალებებში (ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, შამპუნი, ქაფიანი აბაზანები, და სხვა ხელით რეცხვის საშუალებები). მას ასევე იყენებენ ხელით რეცხვის სარეცხ ფხვნილებში.




შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი