შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რა არის ძირითადი მიზეზი იმისა,რომ იოდი წარმოქმნის IF7-ის მდგრად მოლეკულას,ქლორი კი არმოქმნის ClF3-ის მდგრად მოლეკულას,ClF5-ის არამდგრად მოლეკულას და,რამდენადაც დღეისთვის ცნობილია,არ წარმოქმნის ClF7-ის მოლეკულას.
კახა ბრეგვაძე

პასუხი:.

ClF3 და ClF5 ნაერთები ცნობილია და წარმოადგენენ ძლიერ რეაქციისუნარიან ნაერთებს, ხოლო ClF7-ის მოლეკულა არ წარმოიქმნება სტერიული (სივრცითი) ფაქტორების გამო - მცირე განსხვავებაა Cl-ისა და F-ის ატომურ რადიუსებს შორის. ამავე მიზეზით არ არსებობს BrF7. ხოლო, რაც შეეხება იოდის ფტორ ნაერთს, იგი მდგრადი მოლეკულაა, ვინაიდან იოდის რადიუსი ბევრად დიდია, ვიდრე ფტორის.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები