შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რა ნივთიერებას შეიცავს საპნის ხსნარი? რისგან მზადდება პურგენის (ფენოლფტალეინი) სპირტხსნარი? :
ნინო ნადირაძე

პასუხი:.

1. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საპნის „წყალხსნარი“ არ წარმოადგენს ჭეშმარიტ ხსნარს. იგი კოლოიდური სისტემაა, რომელშიც ნაწილი ნივთიერებისა გახსნილია, ნაწილი კი შეწონილი. ასეთი კოლოიდური სისტემა მოიცავს ყველა იმ ინგრედიენტს, რომელიც შედის თავად ტუალეტის საპონში. ძირითადი მასა ცხიმოვანი მჟავების ნატრიუმის მარილია, მაგრამ მცირე რაოდენობით ასევე შედის საღებარი, ნატრიუმის ქლორიდი, თუთიის ან ტიტანის ოქსიდი, გლიცერინი და სხვა.

2. პურგენის (ქიმიური დასახელება - ფენოლფტალეინის) სპირტხსნარი წარმოადგენს სპირტში გახსნილ ფენოლფტალეინს.

შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები