შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობა , ალკანისა და ჰალოგენის რეაქციის შედეგად მიღებული მონოჰალოგენნაწარმი შეიძლება იყოს რამოდენიმე ,უპირატესობა ენიჭება ისეთ მონოჰალოგენნაწარმს, სადაც ჰალოგენით ჩანაცვლებულია ნაკლებად ჰიდროგენიზებულ ნახშირბადთან დაკავშირებული წყალბადი.ხომ ვერ ამიხსნით ამ მოვლენისმიზეზებს?
საბა თავდგირიძე

პასუხი:.

პირველადი, მეორეული და მესამეული ნახშირბად-ატომის C-H ბმის აქტივაციის ენერგიების მნიშვნელობები შემდეგია: 442.9კჯ/მოლი, 401.9 კჯ/მოლი და 372.6 კჯ/მოლი.

აქედან გამომდინარე, მესამეული ნახშირბად-ატომის რეაქციისუნარიანობა მეტია, ვიდრე მეორეული ნახშირბად-ატომის და კიდევ უფრო მეტი, ვიდრე პირველადი ნახშირბად-ატომის. სწორედ ამიტომ, ალკანების ჰალოგენირების რეაქციის დროს, ჰალოგენის ატომი პირველ რიგში ანაცვლებს მესამეულ ნახშირბად-ატომთან არსებულ წყალბადის ატომს, შემდეგ მეორეულ ნახშირბად-ატომთან არსებულ წყალბადის ატომებს და ბოლოს პირველად ნახშირბად-ატომთან არსებულ წყალბადის ატომებს.

შეკითხვას პასუხობს: ასისტენტ პროფესორი თეა მათითაიშვილი

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები