მიმდინარე ნომერი

ტომი: 7 ნომერი: 1

 









გაფართოებული ძებნა

 

ქიმიის უწყებანი -  ტომი: 3 ნომერი: 1

 

  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   9-11

ოთხი ახალი ელემენტი

დეა გოგიშვილი

რეზიუმე: IUPAC (International Union of Pure and Applied Chemistry)-ის მიერ გამოქვეყნებული სიახლე და ახლა უკვე ოფიციალურად დასრულებული მე-7 პერიოდი ფართო განხილვის საგანი გახდა. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ განაგრძობენ მეცნიერები ახალი ელემენტების ძიებას? სუპერ-მძიმე ელემენტების შესწავლით ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოევდებით სტაბილურობის კუნძულს არასტაბილურობის ზღვაში, რომელმაც შესაძლებელია საოცნებო ელემენტამდე მიგვიყვანოს, ის სრულიად ახალ მიზნებს და ჯერ უნახავი მატერიის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს...

გამოქვეყნებულია: 28-04-2016  |  ნანახია: 9014-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   7-8

"უშავესი მატერია"

დეა გოგიშვილი

რეზიუმე: მეცნიერები განაგრძობენ ისეთი მატერიების შექმნას, რომლებიც შთანთქავენ მთელს სინათლეს. მათი წარმატებული პროექტის - „ვანტაბლექის“ ფიზიკური მონაცემები უახლოვდება შავი ხვრელისას. რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ისინი განაგრძობენ შედეგის გაუმჯობესებას. შთანთქმული სინათლის პროცენტი ნელ-ნელა იზრდება.

გამოქვეყნებულია: 12-04-2016  |  ნანახია: 3518-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   12-14

ნარჩენების მართვის პროცესის მიმდინარეობა და შედეგები

ნანა ნაჭყებია, სალომე გოშაძე

რეზიუმე: მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პარალელურად მკვეთრად იზრდება ნარჩენების რაოდენობა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მრავალი წელია ცდილობენ ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ვინაიდან ის ეკოსისტემის დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების წყაროა. ნარჩენების მართვის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს არსებულ სფეროში გამოწვევები, პრობლემები და გადაჭრების გზები, კერძოდ, ნარჩენების მართვის ეფექტური პოლიტიკის არარსებობა, იმ ნაგავსაყრელებისა და ნაგავგადამამუშავებელი ქარხნების ფუნქციონირება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტებს, დარღვეულია უსაფრთხოების მოთხოვნები, არ არსებობს ნარჩენების ხელახალი გამოყენების პრაქტიკა, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავება და მათგან მაქსიმალური სარგებლის მიღება

გამოქვეყნებულია: 22-02-2017  |  ნანახია: 5160-ჯერ


  კვლევა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   9-11

ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გამოყენება ქიმიის გაკვეთილზე

ნატალია ლუკაშევსკაია

რეზიუმე: ინტელექტს, ანუ გონებრივ უნარსა და ნიჭს, ბევრი განსაზღვრება აქვს. ამერიკელი მეცნიერის ფსიქოლოგის ჰოვარდ გარდნერის აზრით დაუშვებელია ადამიანის შეფასება დაბალი, საშუალო და მაღალი ინტელექტით, რადგანაც ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სწავლების სტილით, ნიჭით, მიდრეკილებით. ადამიანები იძენენ ცოდნას უპირატესად იმ შესაძლებლობის მიხედვით, რომელი ტიპის ინტელექტი მას აქვს მეტად განვითარებული. ჰ. გარდნერის მრავალმხრივი თეორიის გამოყენება გაკვეთილის პროცესში საშუალებას იძლევა მთელი კლასი ჩაებას სასწავლო პროცესში, დაიგეგმოს გაკვეთილი და გაადვილოს შედეგზე გასვლა.

გამოქვეყნებულია: 25-03-2017  |  ნანახია: 5125-ჯერ


  გაკვეთილი  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   12-14

ძალა ერთობაშია

ვაჟა ღავთაძე

რეზიუმე: ნაშრომში საუბარია მიდგომაზე, რომლის მეშვეობითაც ხდება მცდელობა გავაცნო მოსწავლეებს თუ რა არის სემიოტიკური კომპეტენცია, როგორ ხდება ინფორმაციის გადატანა ნიშანთა ერთი სისტემიდან სხვა ნიშან სისტემაში. სემიოტიკური ხედვა ღრმა აზროვნებას მოითხოვს , მოსწავლეს მეტად შემოქმედებითს ხდის, სწორედ ამის გამო სემიოტიკური აზროვნების განვითარება მასწავლებლისათვის ერთ - ერთი აქტივობაა და ამიტომაც ის მუდმივად უნდა ეძებდეს გზებს თუ როგორ განუვითაროს მოსწავლეებს ასეთი ხედვა. სხვადასხვა თემების გაანალიზებით მივედი დასკვნამდე რომ სავსებით შესაძლებელია ქიმიის სფეროში მსგავსი უნარების განვითარება და თემების მეტად საინტერესოდ წარმოჩენა ვიდრე ტრადიციული სწავლებისას ხდებოდა.

გამოქვეყნებულია: 29-03-2017  |  ნანახია: 5283-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   15-18

წითელი ღვინის ქიმიური შედგენილობა და სასარგებლო თვისებები

ნანა მეგრელიშვილი

რეზიუმე: განხილულია წითელი ღვინის ქიმიური შედგენილობა,მისი სასარგებლო თვისებები, ზემოქმედება ორგანიზმზე. ღვინის სასარგებლო თვისებების დამოკიდებულება დამზადების ტექნოლოგიაზე, წითელი ღვინით მკურნალობა და მისი კალორიულობა.

გამოქვეყნებულია: 30-03-2017  |  ნანახია: 9735-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   19-20

არაბული ალქიმია:ახალი ეტაპი ქიმიის განვითარებაში

გიგა ჩალიგავა

რეზიუმე: ქიმიის განვითარების ეტაპების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არაბულ ალქიმიას, რომელიც ბევრი ფაქტის გამოა აქტუალური. ბერძნულ-ეგვიპტური ეპოქის შემდეგ არაბებმა იტვირთეს მეცნიერების მთელი სირთულე და მდიდარი მასალა გადასცეს ევროპელ სწავლულებს. არაბებმა გამოთქვეს მოსაზრება „ფილოსოფიურ ქვაზე“ , ე.წ “ელექსირზე“, მის თვისებებზე. საუკუნეების განმავლობაში არაბებმა შეისწავლეს მეტალების, წყლის , ნივთიერებათა თვისებები, რამაც წარმატებით იმოქმედა ქიმიაში მსოფლიო ცოდნის დაგროვებაზე.

გამოქვეყნებულია: 24-07-2017  |  ნანახია: 4327-ჯერ


  ისტორია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   21-22

ვახტანგ VI (1703-1737) - ქიმიის წიგნი

რ. კლდიაშვილი, თ. აბულაძე

რეზიუმე: XVIII საუკუნის პირველ ნახევარი უაღრესად ნაყოფიერი პერიოდია ქართლის ისტორიაში.ვახტანგ VI დიდი დამსახურება მიუძღვის ქიმიის, ასტრონომიის, მათემატიკის და სხვა დარგების გამოცოცხლებაში, რაც მნიშვნელოვან წილად განაპირობა ვახტანგის მეცნიერულ-მთარგმნელობითმა მოღვაწეობამ.

გამოქვეყნებულია: 03-10-2017  |  ნანახია: 5616-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   26-28

საქართველოს ბრძოლა საშიში ქიმიური ნივთიერებების წინააღმდეგ

თამარ ჩითინაშვილი

რეზიუმე: ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება მრეწველობაში, სოფლისა მეურნეობაში და ასევე ყოველდღიური ცხოვრებაში. თუმცა, რიგი ქიმიური ნივთიერებები გარემოსთვის, ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის შესაძლო სახიფათო იყოს, ხოლო არასწორმა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მოიტანოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქიმიურ ნივთიერებათა სათანადო მართვა.

გამოქვეყნებულია: 09-01-2018  |  ნანახია: 3218-ჯერ


  პოპულარული  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   23-25

წვიმის არომატი • PETRICHOR

დეა გოგიშვილი

რეზიუმე: წვიმა ადამიანთა უმრავლესობაში დადებით ემოციებს იწვევს. ერთი შეხედვით მარტივი ბუნებრივი მოვლენა აერთიანებს კომპლექსურ ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს

გამოქვეყნებულია: 17-10-2017  |  ნანახია: 3875-ჯერ


  ეს საინტერესოა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   29-31

წინსვლა ქიმიური რეაქციების ვიზუალიზაციის პორცესში

ალექსანდრე ქასრაშვილი

რეზიუმე: არავისთვის უცხო არ არის, რომ ქიმიური პროცესების გამოსახვა რთული პროცესია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ახერხებენ მეცნიერები ჩვენთვის სხვადასხვა ვიზუალური მასალის შემოთავაზებას. მართალია ამ ეტაპისათვის ძირითადად, მარტივი ან საშუალო სირთულის ქიმიური პროცესების ვიზუალიზაციები არსებობს, თუმცა მკვლევართა სხვადასხვა ჯგუფები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ ისეთი რთული ქიმიური პროცესების ვიზუალიზირებას, როგორიცაა მაგალითად: წყალბადის მოლეკულის ტალღის ფუნქცია. სწორედ ამ ექსპერიმენტის წარმატებას ეხება ეს სტატიაც, რომელშიც ჩართულები იყვნენ მსოფლიოს ლიდერი მკვლევარ–მეცნიერები. მათი დამსახურებით კი ისტორიაში პირველად მივიღეთ აღნიშნული პროცესის ფოტო–გამოსახულება.

გამოქვეყნებულია: 23-01-2018  |  ნანახია: 3318-ჯერ


  ეკოლოგია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 1,   34-38

ნარჩენების მართვა - საქართველო და მსოფლიო პრაქტიკა

ხატია იმერლიშვილი

რეზიუმე: ნარჩენების მართვის საკითხი, გარემოსდაცვითი კუთხით საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში. ნარჩენებს შეუძლიათ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს, როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით. სწორედ ამიტომ აუცილებელია მათი მართვა, ნარჩენების გადამუშავებას მოაქვს საკმაოდ დიდი სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, როგორიცაა, საჭირო რესურსების მიღება, პირველადი ნედლეულის დაზოგვა და ა.შ. ნარჩენების სწორად მართვა მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ძალისხმევასა და რეფორმებს მოითხოვს, რაც საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა შეიძლება შეირჩეს გარკვეული მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდება ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. მითუმეტეს, გასათვალისწინებელია მსოფლიო გამოცდილება ამ მხრივ, მთელ რიგ ქვეყნებში ნარჩენების მართვის პროცესი საკმაოდ წარმატებით ხორციელდება, მათ გაატარეს საჭირო რეფორმები, რამაც ხელი შეუწყო, როგორც ამ მხრივ პრობლემის აღმოფხვრას, ისე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

გამოქვეყნებულია: 10-02-2018  |  ნანახია: 4253-ჯერ