ნატალია ლუკასშევსაია

lukashevskaia@gmail.com





ასევე იხილეთ

ტომი: , ნომერი: , გვ:

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:1, 9-11 გვ.

ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გამოყენება ქიმიის გაკვეთილზე

ნატალია ლუკაშევსკაია

სსიპ ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ტ.577 61 76 26

რეზიუმე: ინტელექტს, ანუ გონებრივ უნარსა და ნიჭს, ბევრი განსაზღვრება აქვს. ამერიკელი მეცნიერის ფსიქოლოგის ჰოვარდ გარდნერის აზრით დაუშვებელია ადამიანის შეფასება დაბალი, საშუალო და მაღალი ინტელექტით, რადგანაც ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სწავლების სტილით, ნიჭით, მიდრეკილებით. ადამიანები იძენენ ცოდნას უპირატესად იმ შესაძლებლობის მიხედვით, რომელი ტიპის ინტელექტი მას აქვს მეტად განვითარებული. ჰ. გარდნერის მრავალმხრივი თეორიის გამოყენება გაკვეთილის პროცესში საშუალებას იძლევა მთელი კლასი ჩაებას სასწავლო პროცესში, დაიგეგმოს გაკვეთილი და გაადვილოს შედეგზე გასვლა.

საკვანძო სიტყვები: ჰოვარდ გარდნერი, ინტელექტის თეორია, სასწავლო პროცესის დაგეგმვა.

ინტელექტს, ანუ გონებრივ უნარსა და ნიჭს, ბევრი განსაზღვრება აქვს:

  • ინტელექტი არის ცოდნის დაუფლების ანუ სწავლის უნარი;
  • ინტელექტი არის ადრე შეძენილი ცოდნის და გამოცდილების ახალ სიტუაციაში გამოყენების უნარი;
  • ინტელექტს გააჩნია ადაპტაციის უნარი.

ამერიკელი მეცნიერის ფსიქოლოგის ჰოვარდ გარდნერის აზრით დაუშვებელია ადამიანის შეფასება დაბალი, საშუალო და მაღალი ინტელექტით, რადგანაც ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სწავლების სტილით, ნიჭით, მიდრეკილებით. ადამიანები იძენენ ცოდნას უპირატესად იმ შესაძლებლობის მიხედვით, რომელი ტიპის ინტელექტი მას აქვს მეტად განვითარებული.

მოსწავლის ინტელექტუალური აზროვნება და ინტელექტუალური ქცევა დამოკიდებულია ადრე შეძენილ ცოდნაზე. რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა სამყაროსა და შესასრულებელი ამოცანების შესახებ, მით უფრო ინტელექტუალურად იქცევიან. ინტელექტი არ არის უცვლელი თვისება: მისი შეცვლა შესაძლებელია სწავლისა და გამოცდილების საშუალებით.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების თანახმად სწავლა ნიშნავს არა მარტო ინფორმაციის შეძენასა და დაგროვებას, არამედ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას.

გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • მოსწავლეების აზროვნების დონე;
  • მოსწავლეების საჭიროებები, მათი უნარები, ცოდნის გამოცდილება , ბუნებრივი შესაძლებლობები და ინტერესები;
  • გაკვეთილის მიზნის მისაღწევად მასწავლებელი არჩევს შესაბამის აქტივობებს და სასწავლო მასალას.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებიდან გამომდინარე ამ გაკვეთილის მიზანი არის:

ქიმ.VIII.XI.

  • მოსწავლემ ისწავლოს წყლის ფიზიკური თვისებები;.
  • მოსწავლემ ისწავლოს წყლის გავრცელება ბუნებაში;
  • მოსწავლე ახასიათებს წყალს, როგორც წყალბადის ოქსიდს;
  • მოსწავლე იმსჯელებს წყლის აღნაგობაზე და სტრუქტურაზე.
  • განუვითარდება ექსპერიმენტზე დაკვირვების უნარ-ჩვევები;
  • დასკვნის გაკეთების უნარ-ჩვევები;
  • განუვითარდება ძველი და ახალი მასალის დაკავშირების უნარ-ჩვევები;
  • განუვითარდება შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.

ჰოვარდ გარდნერის თვალსაზრისით ადამიანებს აქვთ რვა +1 ერთმანეთისაგან განსხვავებული უნარი, ანუ მრავალმხრივი ინტელექტი.

1. ლინგვისტური-ენობრივი;

2. მათემატიკურ-ლოგიკური;

3.სივრცული ინტელექტი;

4.მუსიკალური;

5.ფიზიკურ-კინესტეტიკური;

6.ინტერპერსონალური

7.ინტრაპერსონალური;

8.ნატურალისტური ინტელექტი;

9.ეგზისტენციალური ინტელექტი.

 

ჰ. გარდნერის აზრით, ყველა ბავშვს გააჩნია ცხრა ტიპის ინტელექტი და შეუძლი მათი საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარება.

ჰ. გარდნერი გვირჩევს, გაკვეთილები ისე დავგეგმოთ, რომ ინტელექტის რაც შეიძლება მეტ სფეროზე გავამახვილოთ ყურადღება.

გაკვეთილის თემა: წყალი ბუნებაში. წყლის ფიზიკური თვისებები.

კლასი მე-8, კლასში 29 მოსწავლეა, სსსმმ-არ არის.

სამფაზიანი გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეები.

რამდენიმე მოსწავლე დადის სპორტზე, ზოგიერთი მეცადინეობებს სამხატვრო სტუდიაში, სწავლობს მუსიკალურ სკოლაში, დადის ცეკვის წრეში, მონაწილეობს ქართული ენის, უცხო ენის და მათემატიკის ოლიმპიადებში.

აქედან გამომდინარე, შევარჩიე ისეთი სასწავლო აქტივობები, რომლებიც ბავშვის უნარებს არა მხოლოდ ერთი, არამედ სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს. ამით თავიდან ავირიდე ბავშვთა პასიურობა გაკვეთილის პროცესში და ხელი შევუწყვე მათ მრავალმხრივ განვითარებას.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში არის აღწერილი ამ კლასის მოსწავლეების უნარები და შესაბამისი სასწავლო აქტივობები:


ინტელექტის მხარეები (ტიპი)

აზროვნების საშუალება

აქტივობები

წყლის თვისება

ლინგვისტური/ ენობრივი

სიტყვების, ქიმიური სიმბოლოების საშუალებით,

ფორმულების და ქიმიური განტოლების დაწერა და წაკითხვა, მსჯელობა, აზრის გამოხატვა.

ქიმიური ფორმულა, ქიმიური რეაქციის განტოლება.

ლოგიკურ / მათემატიკური

მსჯელობის საშუალებით, ქიმიური ფორმულების შედგენა.

მოლეკულური ფარდობითი მასის გაანგარიშება, მასური წილის გამოთვლა,

ქიმიური რეაქციის გათანაბრება,

მსჯელობა, აზრის გამოხატვა

მოლეკულური მასა, სტრუქტურა,

წყლის მიღების რეაქციის განტოლება.

სივრცული

გამოსახულების და ნახატების საშუალებით, ვიზუალური ობიექტების გონებაში წარმოსახვა.

მოდელების აგება, სტრუქტურული ფორმულის დაწერა, მოვლენები დაკვირვება.

ნაკადულის მოძრაობა რაკრაკი, თოვლი-

ფიფქების ვალსი ცაში „ფარფატი’’, ცისარტყელა, მდინარის მოძრაობა კალაპოტში, წყლის მოლეკულის

მოდელების აგება.

მუსიკალური

რიტმის და მელოდიების საშუალებით

წვიმის ხმაური,

ნაკადულის ჩურჩული.

ნაკადულის მოძრაობა რაკრაკი და

ფიფქების ვალსი-თოვლი.

ფიზიკურ-კინესტეტიკური

ფიზიკური შეგრძნებების საშუალებით

მოდელების აგება, სტრუქტურული ფორმულის აღწერა.

ნაკადულის მოძრაობა

ფიფქების ვალსი

მოდელების აგება.

ინტერპერსონალური

სხვა ადამინებთან იდეების გაზიარების საშუალებით

მსჯელობა თვისებების და მოვლენების შესახებ მოსწავლეების წრეში

ნივთიერებების წყალში ხსნადობა, წყლის აღნაგობა, აგრეგატული მდგომარეობა.

ინტრაპერსონალური

საკუთარი მოთხოვნილებების, გრძნობების და მიზნების მიმართ, მსჯელობა, აზრის გამოხატვა.

გამოთვლები,

ცდებზე დაკვირვება, ქიმიური რეაქციის განტოლების დაწერა და გააზრება, ამოცანების ამოხსნა.

წყალი-კარგი გამხსნელია, უნიკალური წყლის წყლის უნიკალურ თვისებებზე ფიქრი.

ნატურალისტური

ბუნებასთან ურთიერთობით.

წყლის როლი ბუნებაში, გამოყენება, წყალი ადამიანის ორგანიზმში.

ნაკადულის მოძრაობა რაკრაკი, წვიმა, თოვლი, წყალდიდობა, ცისარტყელას წარმოქმნა წვიმის შემდეგ,

ფოტოსინთეზი, წყალი ადამიანის ორგანიზმში.

ეგზისტენციალური

სასულიერო, ემპათიური.

სუფთა წყალი ბუნებაში, ნაკურთხი წყალი.

ეკოლოგიის საკითხები, წყლის სისუფთავის საკითხები, წყლის დაცვა დაბინძურებისაგან. სუფთა წყლის მარაგი, ვერცხლის გავლენა ბაქტერიებზე.


ჰ. გარდნერის მრავალმხრივი თეორიის გამოყენებამ გაკვეთილის პროცესში მომეხმარა:

  •  მთელი კლასის სასწავლო პროცესში ჩაბმაში.
  •  გაკვეთილის დაგეგმვაში;
  • კლასის მართვაში და ორგანიზებაში;
  • საშინაო დავალების მიცემაზე უკუკავშირის მიღებაში;
  • მოსწავლეების ინტერესების და ბუნებრივი შესაძლებლობების შესწავლის გათვალისწინებამ გაადვილა შედეგზე გასვლა.  

ლიტერატურა:

1.განვითარებისა და სწავლის თეორიები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. თბილისი. 2008 წელი.

2.სწავლება და შეფასება. მასწაბლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. თბილისი.2008 წელი.

3.ტრენინგის მასალები „გაკვეთილის დაგეგმვა და მართვა“.2010 წელი.

4.ქიმია VIII კლასი, გ. ანდრონიკაშვილი, მ.მამიაშვილი, დ.გულაია. თბილისი. 2012 წელი.

5.მასწავლებლის წიგნი. მე-8კლასი.თბილისი.2012 წელი.

 

გამოქვეყნებულია: 25-03-2017