ეს საინტერესოა

 

გოგირდის სელექტიური განსაზღვრა სულფანებში

მკვლევარებმა აშშ-დან შეიმუშავეს ორი ტიპის რეაგენტი, რომელთაც ფლუორესცენციის გამოვლენით შეუძლია პერსულფიდები და პოლისულფიდები გოგირდწყალბადისაგან განასხვაოს. ახალი სამუშაოს შედეგები შეიძლება გახდეს არადესტრუქციული მეთოდებით სულფანებში გოგირდის განსაზღვრის საფუძველი, როგორც საანალიზო ნიმუშებში, ასევე შესაძლოა in vivo.

სულფანური გოგირდი (ორვალენტიანი გოგირდის ატომები სულფანებში დაკავშირებულია გოგირდის სხვა ატომებთან) გვხვდება ბიოლოგიურად მნიშვნელოვან ნაერთთა რიგში, როგორიცაა ცისტეინის მეტაბოლიზმის ორი პროდუქტი თიოცისტეინი და თიოცისტინი. ცისტეინის ეს მეტაბოლიტები ჯანმრთელ უჯრედებთან შედარებით სიმსივნურ უჯრედებში უფრო მაღალი კონცენტრაციითაა. სულფანური გოგირდის აღმოჩენის დღემდე არსებული სელექტიური მეთოდები დაფუძვნებულია დესტრუქციული ანალიზის მეთოდებზე, აქედან გამომდინარე არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სულფანური გოგირდის აღმოჩენისა და ვიზუალიზაციისათვის დროის რეალურ რეჟიმში.

ვაშინგტონის უნივერსიტეტში მომუშავე მინგ ხიანის (Ming Xian) ჯგუფის მკვლევარებმა სულფანური გოგირდის განსაზღვრისათვის შეძლეს რეაგენტის შემუშავება და განახორციელეს ცოცხალ უჯრედებზე ახალი ანალიზის მეთოდის ტესტირება. ძირითად რეაგენტს წარმოადგენს თიოსალიცილმჟავა, რომელიც მხოლოდ სულფანურ გოგირდთან შედის რეაქციაში, რეაქცია მიმდინარეობს სწრაფი მიერთება-ციკლიზაციის სქემით ბენზოდითიოლონისა და გამონთავისუფლებული ფლუოროფორის წარმოქმნით.

 

სრულად

 

წყარო:Chem. Sci., 2013, DOI 10.1039/c3sc50754h

 

გამოქვეყნებულია: 11-08-2013