ეს საინტერესოა

 

ნიგოზი ამცირებს “ცუდი” ქოლესტერინის დონეს

ნიგოზი წარმოადგენს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყაროს, რომელიც  დადებით გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. “American Heart Association” -ზე დაყრდნობით, ნიგვზის შედგენილობაში არსებული ცხიმოვანი მჟავები ნაპოვნია მხოლოდ თევზში. ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგვზის მოხმარება უკავშირდება გულის დაავადებების და ინსულტის შემცირებას. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი ამცირებენ LDL ქოლესტერინის დონეს. “უახლესი კვლევები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნიგვზის მოხმარება ასევე აუმჯობესებს LDL ნაწილაკების ხარისხს“ - თქვა კვლევის თანაავტორმა, მედიცინის დოქტორმა, ესპანეთში მოღვაწე, ლიპიდური კლინიკის დირექტორმა, ემილიო როსმა. LDL ნაწილაკები სხვადასხვა ზომისაა. კვლევებმა აჩვენა, რომ პატარა, მკვრივი LDL ნაწილაკები ხშირად ასოცირდება ათეროსკლეროზთან და ცხიმოვან დეპოზიტებთან, რომლებიც გროვდება არტერიებში.

იმისათვის, რომ დაედგინათ თუ რა გავლენას ახდენს ნიგვზის დამატება კვების რაციონში “ცუდი“ ქოლესტერინის დონეზე, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა სხვადსხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებ ასაკოვან ადამიანებში.

კვლევა ჩატარდა ჯანმრთელ, ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებიც მიირთმევდნენ ერთ მუჭ ნიგოზს (დაახლოებით ½ ჭიქა) დღეში, ორი წლის განმავლობაში. შედეგად, საგრძნობლად დაიწია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის -LDL ქოლესტერინის დონემ ორგანიზმში, რომელიც  ცნობილია “ცუდი” ქოლესტერინის სახელწოდებით.  ნიგვზის მოხმარებამ ყოველდღიურად, ასევე შეამცირა LDL ნაწილაკების რიცხვი, რომლებსაც გულსისხლძრღვთა დაავადების რისკის პროგნოზი შეუძლია.

კვლევაში ჩართული იყო 63-დან 79 წლამდე ასაკის 708 მონაწილე (68% ქალი), მცხოვრები ბარსელონასა (ესპანეთი ) და ლომა ლინდაში (კალიფორნია) რომლებიც იყვნენ ჯანმრთელები, დამოუკიდებლად მცხოვრები მოზრდილი ადამიანები. ორი წლის შემდეგ, მონაწილეების ორგანიზმში შემოწმდა ქოლესტერინის დონე და ლიპოპროტეინების კონტროლი და ზომა გაანალიზდა ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიით. ეს ტესტი იძლევა საშუალებას ზუსტად განისაზღვროს ლიპოპროტეინის თვისებები, რომლებიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკთან.

კვლევის მონაწილეების ძირითადი დასკვნები ასეთია:

  • ორი წლის შემდეგ, მონაწილეებს ჰქონდათ დაბალი LDL ქოლესტერინის დონე, საშუალოდ 4,3მგ/დლ და საერთო ქოლესტერინიც დაწეული იყო, საშუალოდ 8,5მგ/დლ
  • ნიგვზის დღიურმა მოხმარებამ შეამცირა საერთო LDL ნაწილაკების რიცხვი 4,3%-ით და მცირე LDL ნაწილაკების რაოდენობა 6,1%-ით. LDL ნაწილაკების კონცენტრაციის და შემადგენლობის ეს ცვლილებები დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო დაბალ რისკთან.
  • შემცირდა, ასევე, საშუალო სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი- IDL ქოლესტერინი. ბოლო ათწლეულში IDL ქოლესტერინი წარმოიშვა როგორც გულ-სისხლძარღვთა რისკის ფაქტორი LDL ქოლესტერინისაგან დამოუკიდებლად.
  • LDL ქოლესტერინის დონის ცვლილება მონაწილეებს შორის ხდება სქესის მიხედვით. მამაკაცებში შემცირდა 7.9% -ით, ხოლო ქალებში 2,6%-ით.

“საჭიროა მეტი კვლევის ჩატარება მამაკაცებსა და ქალებში LDL-ის სხვადსხვა შედეგების გასარკვევად” - თქვა როსმა.

 

 



მასალა მომზადებულია რუსუდან ჯაფარიძის მიერ.

 

წყარო:Sujatha Rajaram, Montserrat Cofán, Aleix Sala-Vila, Ella Haddad, Mercè Serra-Mir, Edward Bitok, Irene Roth, Tania M. Freitas-Simoes, Amandeep Kaur, Cinta Valls-Pedret, Mónica Doménech, Keiji Oda, Dolo

 

გამოქვეყნებულია: 04-09-2021