ეს საინტერესოა

 

როგორ შევიგრძნობთ სიტკბოს

შაქარი, დამატკბობლები და გარკვეული ცილები გემოვნებით ტკბილ ხასიათს ატარებს. ეს ქიმიურად მრავალფეროვანი ნაერთები ააქტიურებენ ერთსა და იმავე ტკბილ რეცეპტორებს, T1R2 და T1R3 ჰეტეროდიმერს. ადამიანები და თაგვები აღიქვამენ შაქრის სიტკბოს, მაგრამ ზოგიერთი ნაერთი, რომელიც ადამიანისთვის ძალზე ტკბილია, თაგვებისთვის სულაც არ არის ტკბილი, რაც დადგენილი იქნა ადამიანის და თაგვის T1R და  T1R რეცეპტორების შედარებითი ანალიზით.

აღმოჩნდა, ასპარტამისადმი რეაგირება დამოკიდებულია ადამიანის T1R2 არაუჯრედულ დომენზე; ბრაზეინის სიტკბოს შეგრძნება კი განპირობებულია ადამიანის T1R3 ცისტეინებით მდიდარი დომენით; ხოლო ციკლამატისა და ანტაგონისტი ლაქტიზოლის სიტკბოს შეგრძნებაზე პასუხისმგებელია ადამიანის T1R3 ტრანსმემბრანული რეცეპტორი.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Peihua Jiang, et al, Sweetness and Sweeteners Chapter 3, ACS Symposium Series Vol. 979, 2008, pp 48-64

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021