ეს საინტერესოა

 

ფოსგენის ფლუორესცენტული სენსორების რაციონალური დიზაინი

ფოსგენი (CCl2O), იგივე კარბონილდიქლორიდი, არის უფერო, თივის სუნის მქონე აირი, რომელსაც გააჩნია მხუთავი თვისებები. ფოსგენი არის ძალიან ტოქსიკური გაზი, რომელიც გამოიყენებოდა როგორც ქიმიური იარაღი პირველი მსოფლიო ომის დროს. ამჟამად კი მას ფართოდ იყენებენ სამრეწველო პროცესებში.

ფოსგენის მომწამვლელი თვისებების გამო უაღრესად მნიშვნელოვანია მისი სწრაფი და მარტივი აღმოჩენა, მათ შორის საველე პირობებში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კომერციულად ხელმისაწვდომი  ფოსგენის ფლუორესცენტული სენსორი არ არსებობს. თუმცა Analytical chemistry-ში გამოქვეყნდა Pradip Kundu და Kuo Chu Hwang-ს კვლევის შედეგები, რომელიც  მონომოლეკულური ფლუორესცენტული ფოსგენის სენსორების რაციონალური დიზაინს გვთავაზობს. კვლევის თანახმად, ფოსგენი გამოიყენება შიდამოლეკულური ციკლიზაციის ინიცირებისთვის, რომლის დროსაც არაფლუორესცენტური მოლეკულები ფლუორესცენტულ პროდუქტებად გარდაიქმნება და შედეგად მიიღება კაშკაშა ცისფერი ნათება, რომლის დანახვაც შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით.  შემოთავაზებული მეთოდის მიხედვით ოთახის ტემპერატურაზე ფოსგენის აღმოჩენის ქვედა ზღვარი არის 1 ნანომოლი კონცენტრაცია.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Pradip Kundu, Kuo Chu Hwang, Anal. Chem. 2012, 84, 10, 4594–459

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021