როგორ ებრძვის საპონი Covid-19–ს

მანამ,სანამ მსოფლიოს გარშემო მეცნიერები Covid-19–ის საწინააღმდეგო პრეპარატზე მუშაობენ, ვირუსის თავიდან ასაცილებლად ერთ–ერთ მთავარი რეკომენდაცია ჰიგიენაა.

 

ემორის უნივერსიტეტის ქიმიკოსმა,ბილ უესტმა, სატელევიზიო ეთერის საშუალებით ახსნა თუ როგორ ამცირებს ხელების საპნითა და წყლით დაბანა კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას.


„ამ პანდემიის შესახებ ბევრი რამ უცნობია,რაც საზოგადოებაში შიშსა და ირაციონალურ ქცევებს იწვევს,როგორიცაა ტუალეტის ქაღალდის პანიკური შესყიდვა. მნიშვნელოვანია,რომ აქცენტი გაკეთდეს იმაზე,რაც უკვე ვიცით–ხელების სწორად და საპნითა და წყლით ხშირად დაბანა ინფიცირების შანსსა და მის გავრცელებას ამცირებს“–თქვა უესტმა.

 

საპონი და წყალი ჰიდროფობური ეფექტით მუშაობენ. საპნის მოლეკულებს აქვთ  ჰიდროფილური თავები და ჰიდროფობური ბოლოები. წყალთან ურთიერთქმედებისას საპნის მოლეკულები პატარა ბურთულებად,მიცელებად,იქცევიან.  მიუხედავად იმისა,რომ საპნის ჰოდროფობურ ბოლოებს წყლის თავიდან აცილება სურთ,ისინი მიიზიდებიან ცხიმებისა და ზეთების მიერ. ბევრი ბაქტერია და ვირუსი,მათ შორის კორონავირუსებიც, ცხიმოვანი მჟავის მემბრანებშია მოთავსებული. საპნის მოლეკულის ბოლოები ორფენიან მემბრანებში მოხვედრისას შლიან მათ და ანადგურებენ პათოგენებს.

 

ხელის დაბანა მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადებების,მათ შორის სეზონური გრიპების გავრცელებას–აღნიშნა უესტმა.

 

მასალა მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ 




წყარო:
Carol Clark | eScienceCommons | March 19, 2020

გამოქვეყნებულია: 25-03-2020






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას