ეს საინტერესოა

 

ანტისხეული კორონა ვირუსის წინააღმდეგ

ნიდერლანდელმა ნეცნიერებმა Covid-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინეს.



უტრეხტის უნივერსიტეტისა და ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ აღმოჩენილია კორონავირუსული დაავადება Covid-19-ის  გამომწვევი ვირუსების, SARS1 და SARS2, საწინააღმდეგო ანტისხეული,რომელიც აქამდე აღმოჩენილი არ იყო. ამ აღმოჩენამ შესაძლოა დიდი წვლილი შეიტანოს ანტივირუსული პრეპარატის შექმნაში.



მკვლევარების განცხადებით, მათ მიერ აღმოჩენილი ანტისხეული ანეიტრალებს Covid-19-ის გამომწვევ ბაქტერიას.



„რამდენადაც ვიცით, ეს არის პირველი ანტისხეული, რომელიც ინფექციას ბლოკავს. ჩვენ ახლა ვეძებთ ფარმაცევტულ კომპანიას,რომელიც ამ ანტისხეულის დახმარებით ვირუსის სამკურნალო პრეპარატს შექმნის“-განაცხადა კვლევის ავტორმა,უჯრედული ბიოლოგიის პროფესორმა, ფრანკ გროსველდმა.



ახალ აღმოჩენაზე დაყრდნობით,შესაძლოა მედიკამენტის შექმნა,რომელიც კორონავირუსის ამჟამინდელი შტამით ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ გამოდგება.გროსველდის აზრით,მისი შექმნა ვაქცინაზე სწრაფად შეიძლება,მაგრამ მანამდე რამდენიმე თვიანი ტესტირებაა საჭირო,თანაც პრეპარატის წარმოება ვაქცინაზე უფრო ძვირი იქნება.


მასალა მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ

ფოტო: Marko de Haan

 

სრულად

 

წყარო: Marko de Haan, EM news, 14.03.2020

 

გამოქვეყნებულია: 24-11-2020