ეს საინტერესოა

 

2019 წლის ნობელის პრემია

2019 წელს ნობელის პრემია ქიმიის დარგში ლითიუმ-იონის ელემენტის შემქმნელებს: ჯონ გუდინაფს (ტეხასის უნივერსიტეტი, აშშ), სტენლი ვაითინჰემსა (ბინჰემტონის უნივერსიტეტი, აშშ) და აკირა იოშინოს (მეიჰოს უნივერსიტეტი, იაპონია) მიენიჭათ. ნობელის პრემიამ 9 მილიონი კრონი შეადგინა, რომელიც სამივე მეცნიერს შორის თანაბრად განაწილდება.

 

1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის ფონზე სტენლი ვაითინჰემი ამ პერიოდიდან აქტიურად მუშაობდა არაბუნებრივ წიაღისეულზე მომუშავე ენერგო-ტექნოლოგიებზე. მან აღმოაჩინა ენერგიით მდიდარი ნივთიერება, ტიტანის დისულფიდი, რომელიც ლითიუმის ელემენტში კათოდად გამოიყენა. ელემენტის ანოდს კი მეტალური ლითიუმი წარმოადგენდა. ასეთი ელემენტი 2 ვოლტს გამოიმუშავებდა და მეტალური ლითიუმის რეაქტიულობის გამო ფეთქებადი იყო.

 

ჯონ გუდინაფმა ივარაუდა, რომ კათოდს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი ექნებოდა თუ მეტალის სულფიდის ნაცვლად ის მეტალის ოქსიდისაგან იქნებოდა დამზადებული. ხანგრძლივი  ძიების შემდეგ, 1980 წელს  მან ელემენტში კათოდად კობალტის ოქსიდი გამოიყენა და ასე ელემენტი უკვე 4 ვოლტს გამოიმუშავებდა.

 

ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ბევრად  უფრო მძლავრი ელემენტების შესაქმნელად.

 

აკირა იოშინომ 1985 წელს გუდინაფის კათოდზე დაყრდნობით პირველი კომერციული ლითიუმ-იონის ელემენტი შექმნა.  რეაქტიული მეტალური ლითიუმის ნაცვლად იაპონელმა მეცნიერმა კარბონი გამოიყენა,რის გამოც მის მიერ შექმნილი ელემენტი უსაფრთხო იყო და რამდენჯერმე დამუხტვის საშუალებას იძლეოდა.

 

ლითიუმ-იონის ელემენტები ბაზარზე 1991 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ ჩვენი ყოველდღიურობა მათ გარეშე წარმოუდგენელია. დღეისათვის ეს ელემენტები გამოიყენება იმ ტექნიკაში,რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ კომუნიკაციისთვის,სამუშაოდ თუ საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად.

 



მასალა მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ

 

სრულად

 

წყარო:https://www.nobelprize.org/prizes/chemistry/2019/press-release/

 

გამოქვეყნებულია: 01-07-2020