თხილის გეოგრაფიული წარმოშობის იდენტიფიკაცია

ცნობილია, რომ თხილი ჯერ კიდევ მეზოლითური ხანიდან მოყოლებული მოყავთ. დღესდღეობით თხილის კულტივაცია მესამე ადგილზეა ნუშის და კაკლის შემდეგ. იტალიური თხილი ყველაზე ძვირად არის შეფასებული, მას მოჰყვება თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველო და აზერბაიჯანი.



თხილის, ისევე როგორც ზეითუნის ზეთის, ყველის და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტის, განსხვავებული არომატი დამოკიდებულია მათ გეოგრაფიულ წარმომავლობაზე. ამის გამო, ბუნებრივია, საჭიროა სხვადასხვა სანდო მეთოდების შემუშავება, რომელიც მოგვცემს თხილის წარმოშობის ქვეყანის დადგენის შესაძლელობას.



სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკის ქიმიურ საზოგადოებაში (ACS) მკვლევრებმა გააკეთეს მოხსენება, რომელიც ეხებოდა თხილის წარმოშობის განსაზღვრის მეთოდებს. რამდენიმე წელი მიმდინარეობდა კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით. საანალიზოდ სხვადასხვა ქვეყნებიდან აღებული 262 ჯიშის თხილი იქნა შესწავლილი. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა თხილიდან გამოყოფილი მეტაბოლიტები, რომელსაც სწავლობდნენ ბმრ (ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული) სპექტრომეტრული მეთოდით.



კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა თხილს ჰქონდა განსხვავებული შემადგენლობა, რაც მოყვანის ადგილის კლიმატთან და ნიადაგის შემადგენლობასთან იყო კავშირში. მაგალითად, ბეტაინისა თუ ამინო მჟავების რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამდენად, ბეტაინი შესაძლოა კარგი ბიოლოგიური „მარკერი“ იყოს, იმისათვის რომ თხილის წარმოშობის წყარო ნათლად იდენტიფიცირდეს-ამბობენ მეცნიერები. მათ მიერ გამოყენებულ ახალ ბმრ (NMR) მეთოდს საკმაოდ მაღალი (96%) სიზუსტე აქვს. აღსანიშნავია, რომ თხილის ამოცნობის არსებული მეთოდი თხევადი ქრომატოგრაფიისა და მას სპექტრომეტრიის მეთოდებს ეფუძნება.




მასალა მომზადებულია სოფო ვაყელაშვილის მიერ




წყარო:
www.acs.org

გამოქვეყნებულია: 06-12-2018






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას