სიახლეები

 

ქიმიის რესპუბლიკური ოლიმპადის "ზურგჩანთა" ფინალური ტური

2022 წლის 29 მაისს, ქიმიკოსის დღეს, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ქიმიის რესპუბლიკურ ოლიმპიადის "ზურგჩანთა" ფინალურ ტურს.

ფინალურ ტურში მონაწილოება მიიღო 33 მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

მონაწილეებს პირველადი შედეგები დაეგზავნებათ 30 მაისს.

2 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი (ონლაინ) და საპრიზო ადგილების განაწილება.

ფინალური ტურის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე.

 

 

გამოქვეყნებულია: 29-05-2022