სიახლეები

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-6 საერთაშორისო ოლიმპიადა IYIPO 2012

საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ 28აპრილს, სასტუმრო ”რედისონში” ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნეს. ოლიმპიადა სამი დღე გასტანს და მასში 31 ქვეყნის წამომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასელი მოსწავლეები მონაწილეობენ.

ოლიმპიადა “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებით იმართება, ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვი და მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა.

ოლიმპიადას დიდი წვლილი შეაქვს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში, რადგან მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ.

ოლიმპიადა, რომელიც მეექვსე წელია ეწყობა, წელს ყველაზე გრანდიოზულია. წინა წლებთან შედარებით, წელს მასში კიდევ უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

 

გამოქვეყნებულია: 03-06-2012


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები