სიახლეები

IChO-2022

მიმდინარე წელს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა IChO-2022 ივლისის შუა რიცხვებში ტარდება ტაინანში (ჩინეთი), რომლის ოფიციალური ვებგვერდი გუშინ გაეშვა.


ვებგვერდზე პერიოდულად გამოქვეყნდება ოლიმპიადის შესახებ მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ჩატარების ზუსტი თარიღები. მასპინძელი ქვეყანა და საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო თავდაუზოგავად მუშაობს, რომ ოლიმპიადა ჩატარდეს უშუალო მონაწილოებით, თუმცა პანდემიის გამო პარალელურად  მიმდინარეობს სამზადისი ონლაინ რეჟიმში ოლიმპიადის ჩატარებისათვისაც.


დაზუსტებული ინფორმაცია ოლიმპიადის ფორმატსა და ზუსტ თარიღებზე გამოცხადდება აპრილის თვეში.


შეგახსენებთ, რომ საქართველო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიაზე 2013 წლიდან მონაწილეობს. ყოველწლიურად ოთხი ჩვენი მოსწავლე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიემგზავრება ოლიმპიადაზე. დღეისათვის საქართველოს მონაგარი 12 ბრინჯაოს მედალი და ერთი სპეციალური დიპლომია.


ქიმიის საერთაშორისო 54-ე ოლიმპიადის ვებგვერდია: http://www.icho2022.cn/


საქართველოს ეროვნული ნაკრების ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ნაკრების ისტორიის შესახებ ინფორმაციას. https://chemistry.ge/icho/index.html

 

გამოქვეყნებულია: 19-02-2022


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები