სიახლეები

 

IChO-2021. თეორიული ტურის დღე

28 ივლისი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საგამოცდო ტურის დღე იყო. პანდემიის გამო მიმდინარე წელსაც ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნები დისტანციურად მონაწილეობდნენ.  

ტურისათვის IChO-ს მოთხოვნებიდან გამომდინარე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სპეციალურად მოეწყო საგამოცდო ოთახი, რომელიც ითვალისწინებდა როგორც სპეციალური ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე პანდემიის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვას.

ხუთ საათიანი წერითი ტური ჩვენი ნაკრებისათვის თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყო.  ტური მოიცავდა 9 ამოცანას ქიმიის სხვადასხვა ქვედარგებიდან. თეორიულ ტურს ორგანიზება გაუკეთა სპეციალურმა საგამოცდო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ეკა მიქაუტაძე,  გია ხატისაშვილი, მარიამ ღაჭავა, თამარ ბოკუჩავა და თამარ ხატისაშვილი.

წელს საქართველოს ნაკრების ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე შემდეგი შემადგელობით წარსდგა: ნინო აბესაძე, იოანე კაპანაძე, ქეთევან პერანიძე და ლიზი დარჩია.

ნაკრები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურ მომზადებას გადიოდა დისტანციურად ან  საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. მეცადინეობებს ატარებდნენ ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი და სოფიკო ფაცაცია. ნაკრების წვრთნაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები წინა წლების IChO-ს მედალოსნები ლაშა ხუციშვილი და გიორგი პეტრიაშვილი.

ოლიმპიადის შედეგები გამოცხადება 2 აგვისტოს საზეიმო დახურვის ცერემონიალზე.

ოლიმპიადის თეორიული ტურის ფოტოსესია.

 

 

 

გამოქვეყნებულია: 10-09-2021