სიახლეები

მენდელეევის სახელობის ქიმიის საერთაშორისო 55-ე ოლიმპიადის შესარჩევი ტური

„საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“ და „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი“, მიმდინარე წლის  4 აპრილს, ატარებს მენდელეევის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურს.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი   მოსწავლები  უნდა გამოცხადნენ  საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში,  4 აპრილს,  09:30 საათზე. მოსწავლეებმა თან უნდა  იქონიონ პირბადე.

შესარჩევ ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია კანდიდატებს წინასწარ ჰქონდეთ გავლილი რეკომენდაცია.

ოლიმპიადისა და შესარჩევი ტურის სამუშაო ენა: ინგლისური.

მისამართი: 200 აუდიტორია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 240 აღმაშენებლის ხეივანი.

საგამოცდო კომისია:
გია ხატისაშვილი (თავმჯდომარე)
გიორგი პეტრიაშვილი
ლაშა ხუციშვილი
თამარ ხატისაშვილი

დამატებითი ინფორმაცია:

მენდელეევის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა 2021 წელს ტარდება ონლაინ რეჟიმში,  ორ ტურად 22 და 23 აპრილს. მონაწილეთა 10% მიიღებს ოქროს, 20%- ვერცხლისა და 30% ბრინჯაოს მედლებს. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ირანი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიეტუვა, მაკედონია, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სირია, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

 

საქართველო მეოთხედ მონაწილეობს ამ ფორუმში და მას მოპოვებული აქვს უკვე 2 ბრინჯაოს მედალი.

სანიმუშო ამოცანები: ტური 1  |  ტური 2

ოლიმპიადის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

გამოქვეყნებულია: 02-04-2021


 

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები