მეორე ციკლის პირველი სამუშაო შეხვედრა ,,ევროპულ სკოლაში"

ა/წ 2 მარტს, ,,ევროპულ სკოლაში“ (ქ. თბილისი), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში - ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელის შექმნის პოპულარიზაციისა და ქიმიის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა მეორე ციკლის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ,,ევროპული სკოლის“ ქიმიის პედაგოგი ხათუნა კაპანაძე.



შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თბილისის 15 საჯარო სკოლის პედაგოგმა.



ფასილიტატორის მიერ მონაწილეებისთვის პროექტის მიზნების, ექსპერიმენტის თემატიკის და ინსტრუქციების გაცნობის შემდგომ, პედაგოგები დაიყვნენ ჯგუფებად - რის შემდეგაც ,,ევროპული სკოლის“ ქიმიის ლაბორატორიაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს ექსპერიმენტები თემაზე ენზიმები - ,,ცოცხალი“ კატალიზატორები და „რამდენად სწრაფად წარმოქმნის Alka-Seltzer-ის აბები აირებს?“



დაგეგმილი ქიმიური ექსპერიმენტების წარმატებულად ჩატარების შემდეგ, მასწავლებლებმა გაანალიზეს მიღებული შედეგები. ყველა მონაწილე იყო აქტიური და მოტივირებული. მასწავლებელმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან საინტერესოა და ბევრწილად უწყობს ხელს მათ პროფესიულ წინსვლას. გარდა ამისა, ასეთი მარტივი და ხელმისაწვდომი რესურსებით ექსპერიმენტების ჩატარება მოსწავლეებშიც გაზრდის დაინტერესებას ქიმიის სწავლების მიმართ.



შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.

  

გამოქვეყნებულია: 16-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას