სიახლეები

სერგო ადამია - "გაღრმავებული ქიმიის კურსი"

წიგნი შედგენილია “მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში” მოცემული პროგრამის მიხედვით. ზოგიერთი საკითხი, თავისი აქტუალობის გამო, საშუალო სკოლის პროგრამასთან შედარებით უფრო ღრმადაა გაშუქებული. წიგნში დამატებით შეტანილია საკითხები ანალიზური ქიმიიდან; მოცემულია ის მათემატიკური აპარატი, რომელიც პრაქტიკაში სჭირდება ქიმიკოსს; გამახვილებულია ყურადღება ნივთიერებების პრაქტიკულ გამოყენებაზე ყოფა-ცხოვრებასა და მედიცინაში.

სახელმძღვანელო დაეხმარება ქიმიის მასწავლებლებს, უკეთ მოემზადონ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის. პედაგოგების გარდა, სახელმძღვანელო გამოადგებათ აბიტურიენტებს დამოუკიდებლად მეცადინეობისათვის, მოსამზადებელი განყოფილების მსმენელებს, სპეციალიზებული კოლეჯების, ლიცეუმების და საშუალო სკოლის მაღალი კლასების სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე საბუნებისმეტყველო და სამედიცინო პროფილის უმაღლესი სასწავლებლების დაწყებითი კურსის სტუდენტებს, ქიმიით დაინტერესებულ მკითხველს.

წიგნი წარმოადგენს მეორე, გადამუშავებულ გამოცემას. წინა გამოცემასთან შედარებით, წიგნში შესწორებულია უზუსტობები, განახლებულია ზოგიერთი ინფორმაცია, დამატებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.



წიგნის შეძენა შესაძლებელია:

  • „საქართველოს მაცნე“: ზაქარიაძის 14
  • “ბესტსელერი”: ვაჟა–ფშაველას გამზ. 29ა
  • “დიოგენე”: ა.აფაქიძის 9
  • მაღაზიათა ქსელი „ლიბრა“:
    - „ლიბრა“: ვაჟა-ფშაველას 30 ბ; ტელ.: 294 52 00
    - „ლიბრა“ სავაჭრო ცენტრ „მეგალაინში“; ტელ.: 235 56 83
    - „ლიბრა“ ჰიპერმარკეტ „გუდვილში“; ტელ.: 230 95 57

 

გამოქვეყნებულია: 21-01-2012


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები