ქართველ მეცნიერთა ნოუ-ჰაუ

ბიოჩიპი არის მინიატურული ტესტების კოლექცია, რომელიც განლაგებულია მყარ მატრიცაზე (პლატფორმაზე), იგი არის სწრაფისკრინინგის საშუალება და იქმნებაიმისთვის, რომ ერთდროულადჩატარდეს ათობით ბიოქიმიურიტესტი. მისი გამოყენება შეიძლებაროგორც სამეცნიერო კვლევებთანდაკავშირებული ამოცანების გადასაჭრელად (მაგალითად, ამა თუ იმგენის ექსპრესიის შეფასებისთვის), ასევე, სხვადასხვა ტიპის ბაქტერიისდა ვირუსის სწრაფი იდენტიფიკაციისთვის.ჩიპის გამოყენებისსპექტრი ფართოა და მოიცავს მედიცინას, ვეტერინარიას, სოფლისმეურნეობას და სხვადასხვა ტიპისწარმოებას.

ჩიპის შექმნის იდეა რამდენიმეწლის წინ ინგლისში გამართულსამუშაო შეხვედრაზე (ვორქშოფი) გაჩნდა. სწორედ იქ ითქვა,რომ შესაძლებელი იყო დაბალისიმკვრივის ბიოჩიპების წარმოებაპორტსმუტის (ინგლისი) უნივერსიტეტისმიკრობიოლოგიურ ლაბორატორიასთანკოლაბორაციისპირობებში. შერჩევის რამდენიმეეტაპის გავლის შემდეგ დადგინდა,რომ პროექტს დიდი ბრიტანეთისმთავრობა (CNCP) დააფინანსებდა.წინასწარი კვლევებისა და მოსამზადებელისამუშაოების შემდგომ,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისელეფთერ ანდრონიკაშვილისფიზიკის ინსტიტუტისბიოლოგიური სისტემის ფიზიკისგანყოფილების თანამშრომლებმა,მეცნიერებათა დოქტორების ნელისაპოჟნიკოვას (ხელმძღვანელი),

ნინო ასათიანის, თამარ ქართველიშვილის, ევგენი კიზირიას და ინსტიტუტის თანამშრომლის ლალიასანიშვილის შემადგენლობით, წარადგინესსამეცნიერო პროექტი,რომელიც ბიოჩიპის დამზადებასითვალისწინებდა. პროექტი 2010წელს ბრიტანეთის მთავრობამ 10000 დოლარით დააფინანსა.

ეს ჯგუფი მსოფლიო სამეცნიეროსაზოგადოებაში უკვე კარგადაა ცნობილი, რადგანაც მათ ბოლო10 წლის განმავლობაში არაერთისაინტერესო იდეა განახორციელეს. ისინი მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც დაფინანსებული იყო ისეთი კომიტეტების მიერ, როგორიცაა ISTC,CRDF, INTAS, WELLCOME TRUST.კვლევები დაკავშირებული იყოტოქსიკური ნივთიერებების მცირე დოზების შედეგად უჯრედებისა და ბაქტერიების დამცავი მექანიზმების შესწავლასთან და ბაქტერიების გენეტიკურ იდენტიფიკაციასთან. ჯგუფის მიერ ბოლო 10 წლისგანმავლობაში მაღალრეიტინგულსაერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებულია 24 სტატია. მათგან ერთერთი 2010 წელს იმ 10 სტატიის რიცხვში (ტოპ-სტატიები) შევიდა,რომლებიც მოცემული თემატიკის მიხედვით ყველაზე მეტადაა ციტირებული.

ტექნიკურად ბიოჩიპი არისმყარ მატრიცაზე განლაგებულიმრავალრიცხოვანი წერტილოვანიმარკერები, რომელთაგან თითოეულიშეიცავს დნმ-სენსორის (ოლიგონუკლეოტიდების)პიკორაოდენობას. ეს სენსორები შექმნილია კონკრეტული კვლევის ან დიაგნოსტიკურიამოცანის შესაბამისად. ჯგუფის მიერ ჩატარებულმამარკეტინგულმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოში ასეთი ჩიპების გამოყენება შესაძლებელიასამედიცინო დიაგნოსტიკაში და ის კონკურენტუნარიანი პროდუქტია ფასის, მულტიკომპლექსური გამოყენებისა და მაღალი მგრძნობელობისგამო.

ნელი საპოჟნიკოვა: “პროექტიი თვალისწინებს ავადმყოფობის გამომწვევი რამდენიმე ბაქტერიისადა ვირუსის სწრაფ და ერთდროულ იდენტიფიკაციას. მასზე შეიძლება ჩატარდეს ტესტი ამა თუ იმ ავადმყოფობისშესახებ. Pროცედურა მარტივია: სისხლის აღების შემდეგგამოიყოფა დნმ-ი, რის შემდეგაც, ბიოჩიპზე მისი დატანისას მივიღებთ ანალიზის პასუხს. ამჯერად ჩიპი მომზადების ბოლო სტადიაზეა, რის შემდეგაც მოხდება საპილოტე ნიმუშის გამოცდა, რათა ვნახოთ, რამდენად შედეგიანია იგი. სამეცნიერო ცდები იწარმოებს ინგლისშიც და საქართველოშიც”.როგორც მეცნიერებმა აგვიხსნეს, ამ ბიოჩიპით ანალიზის გაკეთება შესაძლებელია TORCH-ინფექციაზე (Toxoplasma Gondii, Rubrlla,CMV, Chlamidia trachomatis, Herpesvirus) და წყლულოვან კოლიტზე. TORCH-ინფექციაზე ანალიზებისშემკვეთია საქართველო (კერ-ოდ, კლინიკა “კარაპსმედლაინი”), ხოლო წყლულოვან კოლიტზე -ინგლისი.

მსოფლიოში ამგვარი ბიოჩიპისანალოგი არსებობს და მას იყენებენ მაღალგანვითარებული ქვეყნები, მაგრამ ქართველ მეცნიერთა მიერ შექმნილი პროდუქტის ნოუჰაუ არის მისი დაბალი ღირებულება, მულტიკომპლექსურობა და დამზადების ტექნოლოგია.

ნინო ასათიანი: "ზოგადად არსებობს ორი ტიპის ანალიზები -იმუნოლოგიური, რომელიც მხოლოდ თითო დაავადებაზე შეიძლება გაკეთდეს და მულტიკომპლექსური, რომელიც მგრძნობიარე და მაღალი დატვირთვის მქონე ბიო-ჩიპებს მოითხოვს. ამგვარი ანალიზის გაკეთება ძალიან ძვირია. მაგალითად, ინგლისში ერთი ანალიზიმაღალი დატვირთვის მქონე ბიოჩიპის მეშვეობით 3000 ფუნტი ღირს და მოიცავს ასობით სხვადასხვა ბაქტერიისადა ვირუსის იდენტიფიკაციას. ჩვენი ჩიპი, არსებულისგან განსხვავებით, დაბალი სიმკვრივისაა და მასზე შეგიძლია გააკეთო ხუთი სახის ანალიზი. თუკი უკვე აპრობირებული მეთოდით ადამიანმა ხუთი ტიპის ანალიზზე ცალცალკე უნდა აიღოს სისხლი, ამ ჩიპისმეშვეობით ერთხელ სისხლისაღებით მიიღებს პასუხს რამდენიმე სხვადასხვა ინფექციის არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამიტომ ჩვენი ჩიპი მისი გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ დიდ ეკონომიას იძლევა და ვფიქრობთ, რომ კონკურენტუნარიანია როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე სხვა მიმართულებითაც".

პროექტის ავტორები მის დასრულებას 2012 წლის ივნისის დასაწყისისთვის ვარაუდობენ. შწორედ ამ დროისთვის გამოვლინდება ბიოჩიპზე ჩატარებული ცდების შედეგები, რის შემდეგაც უკვე მის კომერციალიზაციაზე დაიწყება ზრუნვა. პროექტის მიხედვით განსაზღვრულია, რომ მეცნიერული პროდუქტის შექმნის შემდგომი ეტაპი არის ტექნოლოგიური კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც ბიოჩიპებს დაამზადებს და მეცნიერებს მის რეალიზაციაში დაეხმარება. უკვე გაკეთებულია ბიზნეს გეგმადა დეტალური აღწერა -რა სეგმენტის დაკავება შეუძლია აღნიშნულ პროდუქტს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ეტაპზე უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩაერთვება და შესაძლებელი გახდება ბიოჩიპის სხვადასხვასფეროში დანერგვა, მით უფრო, რომ ეს არის პროდუქცია, რომელსაც ამიერკავკასიის რეგიონში ანალოგი არ აქვს.

მაია ტორაძე
"თბილისის უნივერსიტეტი", 16 ნოემბერი, 2011, №13

  

გამოქვეყნებულია: 13-12-2011




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას