სიახლეები

ელიზბარ ელიზბარაშვილი - ჟანგი

დღეს რატომღაც დიდი ხნის წინ სადღაც ამოკითხული სტრიქონები გამახსენდა: „სად რა-რა მიხვალ, ცხოვრებავ, განა სულ უნდა იდინო? / და შენაც, ჩვენო გამჩენო, ჩვენზე სულ უნდა იცინო?.." ცხოვრებაზე ხელჩაქნეულს თუ არა, თავისი სვე-ბედით მოღალულს უნდა აღმოხდენოდა ეს სიტყვები... ისე, მართლა რა არის ეს ჩვენი ყოფა, ზოგჯერ რა უცებ გაგიქრება ხელიდან ბროლის ძვირფას ნაკეთობასავით და ზედ შენს ფეხთით დაიმსხვრევა, როგორ გაგტანჯავს, წელში მოგხრის, იმ მიწას მიგაშტერებს, საიდანაც ცოტა ხნის წინ მოხვედი და მიგახვედრებს, რომ დროა, ისევ დაუბრუნდე სამუდამო სამყოფელს.

რატომ არ არის მარადიული ჩვენი არსება? რატომ ვემსგავსებით სიცოცხლის ბოლოს ჩასაქრობად გამზადებულ ჩამოღვენთილ სანთელს? ჩვენ და ჩვენი ხელითვე ჩამოქნილი კელაპტარი ერთ კანონს ვემორჩილებით - ორივე ვიჟანგებით ჩვენივე მასაზრდოებელი ჟანგბადით. დიახ, ვიჟანგებით, ისევე როგორც რკინა, ალუმინი თუ სხვა მეტალი და არამეტალი. ალბათ ამიტომაც არის, ქიმიურ ტერმინ „ჟანგს" ასე კარგად რომ იცნობენ არაქიმიკოსებიც.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

გამოქვეყნებულია: 13-12-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები