წვდომა სამეცნიერო ელექტრონულ ბაზასთან

უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებს სამეცნიერო ელექტრონულ ბაზასთან წვდომა ექნებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნივერსიტეტებს და კვლევით დაწესებულებებს შევუძინოთ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზასთან წვდომა. ესაა საკმაოდ ძვირი სიამოვნება, მაგრამ ვფიქრობთ, საჭიროა, რომ უნივერსიტეტებს და კვლევით დაწესებულებებს ჰქონდეთ უახლეს სამეცნიერო ინფორმაციასთან წვდომა, იყვნენ პროცერში ჩართულები და თვითონაც შეძლონ თავიანთი პუბლიკაციების განთავსება. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. აღნიშნული მოთხოვნა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ვფიქრობ, უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები აღნიშნულ შესაძლებლობას ეფექტურად გამოიყენებენ", - განაცხადა სანიკიძემ.

ინფორმაციის წყარო ინტერპრესნიუსი

  

გამოქვეყნებულია: 02-09-2014




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას