სიახლეები

 

სამეცნიერო-პოპულარულ შემეცნებითი ლექცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისათვის

2014 წლის 26 აპრილს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი სამეცნიერო-პოპულარულ-შემეცნებითი ლექცია ქიმია-ბიოლოგიით დაინტერესებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.



უნივერსიტეტს სტუმრობდნენ კასპის N 2 საჯარო სკოლის, კასპის სკოლა-გიმნაზიის, დუშეთის რ-ნის სოფელ მჭადრიჯვრის საჯარო, თბილისის 155-ე და 172-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.



მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. უნივერსიტეტში მცირე ექსკურსის შემდეგ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა პროფ. თეო ურუშაძემ მათ გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, ხოლო შემდეგ მოისმინეს შემეცნებითი ლექცია ტრადიციული და ალტერნატიული საწვავის მიღების მეთოდებსა და მნიშვნელობაზე (პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი).



შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.













 

 

გამოქვეყნებულია: 25-06-2014