სიახლეები

სტუმრად აგრუნში

2 აპრილს საქართველოს აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტში სტუმრად იყო სამი საჯარო სკოლა. ქალაქ თბილისის 69-ე, 133-ე და საჩხერის მე-2 სკოლები. მათ Chem Club-ის წევრებთან და აგრარულის სტუდენტებთან ერთად დაათვალიერეს კამპუსი. მოინახულეს სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ქიმიის, ფიზიკის, მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები და გაესაუბრნენ ლექტორებს. ნახეს, ასევე, საგამოცდო დარბაზი და გაეცნენ გამოცდის ჩატარების ზოგად წესებს. შეიხედეს ლექციებსა და სემინარებზე. ყველგან დიდი სიამოვნებით მიიღეს ისინი ლექტორებმა და გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ფაკულტეტების ხელმძღვანელებს, ლექტორებს, სტუდენტებს. სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს აკვარიუმიც. ბოლოს, კი, კულინარიის აკადემია და კაფეტერია, სადაც, ასევე, მიიღეს ინფორმაცია სამზარეულოებისა და საკვების შესახებ.

ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ საკონფერენციო დარბაზში სტუმრებს გაესაუბრა აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი თეო ურუშაძე, ხოლო, დასასრულს, სტუმრებმა მოისმინეს საინტერესო ლექციები, ნახეს ცდები და თავადაც ჩაერთნენ მათში. პროფესორმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა, მოსწავლეებს უჩვენა საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტების ვიდეო მასალა, რომელთა გაკეთებასაც ისინი თავადაც შეძლებენ სკოლებში. გარდა ამისა, საჩხერის მე-2 სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები.

ყველა სკოლის მოსწავლემ მიიღო აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქარი.

ვიზიტის დასასრულს ყველა მოსწავლეს გადაეცა სამახსოვრო მაისურები და ბუკლეტები.













მასალა მომზადებულია ნატო მამულაშვილისა და კესო ბარამიძის მიერ

 

გამოქვეყნებულია: 06-05-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები