სიახლეები

პროფესორ ტამაკი ნაკანოს ლექციები თბილისში

2014 წლის 31 მარტს, ორშაბათს, 15:00 საათზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზში (N. 115) ჰოკაიდოს (იაპონია) უნივერსიტეტის პროფესორი ტამაკი ნაკანო წაიკითხავს ლექციას თემაზე:

"ქირალობის ინდუქცია პოლიმერებში წრიულადპოლარიზებული სინათლის გავლენით"

ხოლო 16:30 საათზე სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას სტუდენტებისათვის და ყველა მსურველისათვის:

„ამბავი პოლიმერების შესახებ“



ტამაკი ნაკანომ 1986 წელს დაამთავრა ოსაკას უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი და 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ნაგოაის უნივერსიტეტში. ტ. ნაკანო მოღვაწეობდა როგორც ასისტენტ პროფესორი ნაგოიას უნივერსიტეტში 1990- 1999, მიწვეული მკვლევარი კორნელის უნივერსიტეტში (აშშ)

1993-1994 წწ, ასოცირებული პროფესორი ნარას სამეცნიერო ტექნოლოგიების ინსტიტუტში 1999-2006 წწ, ხოლო 2006 წლიდან გახლავთ ჰოკაიდის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება ქირალური პოლიმერების სინთეზი, პოლიმერების ფოტოფიზიკა და და ფოტოქიმია, ისევე როგორც ელექტროდენის გამტარი და კატალიზური უნარის მქონე პოლიმერები.



ქირალური პოლიმერული ჯაჭვის სპირალის სახით კონსტრუირება პოლიმერების ქიმიის მნიშვნელოვანი ამოცანას წარმოადგენს, რადგან სპირალისებურმა პოლიმერებმა მრავალმხრივი გამოყენება ჰპოვა ტექნიკის სხვადასხვა დარგში. პროფ. ნაკანოსა და თანამშრომლების მიერ 2002 წელს მოწოდებული იქნა სპირალის ქირალური ინდუქციის ახალი მეთოდი წრიულად პოლარიზებული სინათლის გამოყენებით [1]. ლექციაში განხილული იქნება სპირალის ფოტოქიმიური ინდუქციის ფიზიკური და ქიმიური მექანიზმები და ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობები ქიმიის, ფიზიკისა და მასალათმცოდნეობის სხვადასხვა დარგებში [2]




[ 1] Y. Wang, T. Sakamoto, T. Nakano, Chem.Commun., 48, 1871 (2002).

[2] T. Sakamoto, Y. Fukuda, S. Sato, T. Nakano, Angew. Chem. Int. Ed.,48, 9308 (2009)






სურ. სპირალის ენანტიოსელექტიური ინდუქციის სავარაუდო მექანიზმი წრიულად პოლარიზებული სინათლის გამოყენებით

 

გამოქვეყნებულია: 30-04-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები