სიახლეები

ახალი სამეცნიერო პროექტი

ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 1 სექტემბრიდან დაიწყება ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამეცნიერო პროექტი "მცენარეების Zoisiagrass-ის და Paspalum-ის ეკოლოგიური პოტენციალის შესწავლა".

პროექტის შემსრულებლები იქნებიან - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის, ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიიის თანამშრომლები(ლაბორატორიის ხელმძღვანელი გია ხატისაშვილი) და ჯორჯიის, ატლანტის უნივერსიტეტის გრიფინის განყოფილების თანამშრომლები.

პროექტის მიზანია Zoisiagrass-ის და Paspalum-ის ეკოლოგიური პოტენციალის გამოვლენა გარემოს დამბინძურებლების: ფტორორგანული ნაერთების, პესტიციდების, ნავთობის ნახშირწყალბადების, ფეთქებადი ნაერთების და კანცეროგენების მიმართ შემდგომში ამ მცენარეების რემედიაციულ ტექნოლოგიებში გამოყენებისათვის.

პროექტის ქართულ მხარეს აფინანსებს - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.

პროექტის ქართული მხარის ხელმძღვანელია - თამარ ვარაზი

პროექტის ამერიკულ მხარეს უხელმძღვანელებენ: The University of Georgia, College of Agricultural and Environmental Sciences, Department of Crop and Soil Sciences Dr. Qingguo “Jack” Huang და Dr. Paul L. Raymer

 

გამოქვეყნებულია: 30-04-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები