სიახლეები

 

ქეთევან კუპატაძე - „aluminibus et salibus“ - არ გაამხილოთ...

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ადამიანები ჯერ კიდევ გულწრფელად და უნიღბოდ იღიმებოდნენ, ჰაერი კამკამა და სუფთა ჰქონდათ, წყალი კი ქლორისა და მძიმე მეტალების გარეშე. არც ქარხნებისა და მანქანების გამონაბოლქვი აწუხებდათ. სამაგიეროდ, ფერიები და ჯადოქრები იყვნენ, შესაძლოა, დევები და ურჩხულებიც. ან არც ყოფილან და მე ვაჭარბებ. აბა, რა ვიცი, ამ წერილს დილაუთენია ვწერ და მეორედ ვცდილობ, ზღაპარს მოვაბა თავი. ჰოდა, მინდა, შესაფერისი განწყობა შევიქმნა. ის კი ვიცი, ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ყველაფერი სხვანაირად იყო. ოღონდ, როგორც ალქიმიურ დოქტრინებში წერია, „aluminibus et salibus", ანუ „არ გაამხილოთ, საიდუმლოდ შეინახეთო". ეს კი იმას ნიშნავს, რომ რასაც წაიკითხავთ, არ უნდა გაამხილოთ და მე და თქვენ ჩვენი პატარა საიდუმლო გვექნება.

შვიდი ციური სხეული, შვიდი მეტალი და შვიდი სული წითელი ხაზივით მიჰყვებოდა ალქიმიკოსთა დოქტრინას. ოქროს შემდეგ ვერცხლი ყველაზე ძვირფასი იყო და რას აღარ უწოდებდნენ: „მთვარეს" (al-qamar), „დედას" (al-umm), „თეთრ ცვილს" (al-šam‘aal-bayÅ×’), „ღამეს" (al-layl), „სპილოს ძვალს" (al-‘ק), „ნაკვალევს" (al-fa§§), „ტრაბახას" (al-½alīf), „მექალთანეს" (al-zīr), „კეთროვანთა ოქროს" (al-²ahab al-abra½). უკანასკნელი სახელი უკავშირდებოდა ვერცხლის უნარს, განეკურნა ნებისმიერი დაავადება. იმავე თვისებას მიაწერდნენ ოქროსაც. თუ ამ ორ ლითონს სხეულთან ახლოს იქონიებდით, ნებისმიერ დაავადებას (მათ შორის - კეთრსაც) დაამარცხებდით.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 19-04-2014