სიახლეები

 

სტუმრად თბილისის 69-ე საჯარო სკოლაში

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით „სამეცნიერო კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დაფინანსებული პროექტის „პირველი ნაბიჯი ქიმიისაკენ“ ფარგლებში 2014 წლის 26 თებერვალს თბილისის 69-ე საჯაროს სკოლას სტუმრობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილის (პროექტის მენეჯერი), თეა მათითაიშვილი (პროექტის ასისტენტი), საბა გვეტაძე ახალგაზრდული პროექტების მენეჯერი) და მე-2 კურსელი სტუდენტების ანი თეგეტაშვილის, ანი ბაიაძის, კესო ბარამიძის, ქეთი ნეფარიძის, ნონა ნონიაშვილის, მერი გაბელაიას და ნატო მამულაშვილის შემდგენლობით.

შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გასტანა. შეხვედრა გახსნა საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტის ახალგაზრდული პროექტების მენეჯერმა საბა გვეტაძემ, რომელმაც სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს წარუდგინა საქართველოს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები. ესაუბრა უნივერსიტეტში სტუდენტურ ცხოვრებასა და იმ შესაძლებლობებზე, რომელთა გამოვლენაც შეუძლიათ მათ სწავლის დროს.

პრეზენტაციის მეორე ნაწილი დაეთმო სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას „ფერი, ქიმია, ჩვენ“, რომელიც წაიკითხა ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სახალისო ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებას. ექსპერიმენტები ჩაატარეს სკოლის ქიმიის პედაგოგმა ნინო ჭელიძემ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა ანი თეგეტაშვილმა, ანი ბაიაძემ, კესო ბარამიძემ, ნონა ნონიაშვილმა, მერი გაბელაიამ, ქეთი ნეფარიძემ და ნატო მამულაშვილმა.



შეხვედრის ბოლოს სკოლას გადაეცა გრანტის ფარგლებში შეძენილი 10 ლაბორატორიული ნაკრები ChemLab C2000, რომელიც მოიცავს ქიმიურ ჭურჭელს, რეაქტივებსა და ილუსტრირებულ სახელმძღვანელოს. ერთი პაკეტი განკუთვნილია 250 ექსპერიმენტის ჩასატარებლად.

















 

 

გამოქვეყნებულია: 07-04-2014